ჩაბარების ვადა:

10 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28911 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: პაშა ბანკი საქართველო
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს დასუფთავების კომპანიის შესარჩევად , გენერალური დასუფთავების მომსახურების მისაღებად.

ჩვენს შესახებ: 

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

1.დეტალური ინფორმაცია:

დასუფთავების მასშტაბი და მისამართები:

1. აქსისის სათაო ოფისი – მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N37მ, ფართობი: 1750მ² სამუშაოების შესრულება: შაბათ-კვირას (2 სამუშაო დღე)
2. მოქსის ფილიალი – მისამართი: ზაალ ბრუკერის მოედანი, მოქსის შენობა, ფართობი: 200 მ² სამუშაოების შესრულება: შაბათი (1 სამუშაო დღე)

2.სამუშაოების ჩამონათვალი:

  • იატაკის (მოჭიმული და ხის) მორეცხვა/მოხეხვა, ლაქების ამოყვანა სპეციალური ხსნარებით;
  • ჭავჭავაძის (აქსისის) ფილიალში ხალიჩის ქიმწმენდა, ლაქების ამოყვანა – 1100 მ²;
  • რბილი ავეჯის წმენდა, ლაქების ამოყვანა სპეციალური ხსნარებით;
  • ჭერის, ჭერში არსებული მილების, გაყვანილობების და სანათების წმენდა;
  • ედლების და პლინტუსების წმენდა სპეციალური ხსნარებით;
  • სველი წერტილების სრული დასუფთავება (კედლები, პლინტუსები და ყველა ინვენტარი) ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარებით;
  • სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავება (ჭურჭელი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, წყლის დისპენსერი);
  • ფანჯრების და შუშის ტიხრების წმენდა ჩარჩოების ჩათვლით;
  • ფარდების გარეცხვა – 10 ცალი (მოქსის ფილიალი);
  • ჟალუზების წმენდა – (აქსისისა და მოქსის ფილიალი);
  • ვეჯის (მაგიდები, კარადები და სხვა) წმენდა სველი ეფექტით და შესაბამისი ხსნარებით. ასევე მაგიდებზე არსებული ინვენტარის, პრინტერების, TV მონიტორების და კარადებში არსებული ნივთების დასუფთავება განხორციელდება დამკვეთის მიერ.
  • წელიწადში ორჯერ (იანვარი/თებერვალი- ივლისი/აგვისტო) გენერალური დასუფთავება.

3.დამატებითი მომსახურება - დილის დასუფთავება აქსისის ფილიალში

გარდა გენერალური დასუფთავებისა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ხარჯთაღრიცხვა დილის რეგულარული დასუფთავებისმომსახურებაზე, რომელიც განხორციელდება აქსისის ფილიალში ყოველდღიურად, 08:00 საათიდან 09:30 საათამდე.

  • მაგიდების, კარადების, ტუმბოების, სკამების, სანათების, ტელეფონების და კომპიუტერული ინვენტარის (კლავიატურა, მონიტორი, პრინტერი, მაუსი) სველი ეფექტით წმენდა;
  • მყარი იატაკის სველი ეფექტით წმენდა;
  • რბილი იატაკის მტვერსასრუტით დასუფთავება;
  • სველი წერტილებისა და სამზარეულოს დასუფთავება.

4. სამუშაო გრაფიკი

ოფისის რეგულარული მომსახურება მოიცავს მხოლოდ სამუშაო დღეებსორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

  • დილის დასუფთავება: ყოველდღიურად სამუშაო დღეებში, 08:00 – 09:30
  • ან საღამოს დასუფთავება: ყოველდღიურად სამუშაო დღეებში, 20:00 – 21:30 

დღის განმავლობაში მომსახურება: ყოველდღიურად სამუშაო დღეებში, 09:00 – 18:00

შაბათ-კვირას სერვისი საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გენერალური დასუფთავება მიმდინარეობს. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 

შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2, #3, #4 (თანდართულია)
  • სარეკომენდაციაო წერილებ(სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ნფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • რეკვიზიტები

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge ; m.karchaidze@pashabank.ge ;

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდებაგრძელვადიანი ხელშეკრულება. 

გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომსახურების სრული ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა);
  • დასუფთავებისას გამოყენებული ხსნარების ჩამონათვალი (ბრენდი, ტიპი);
  • დასაქმებული პერსონალის რაოდენობა, რომლებიც ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში თითოეულ ლოკაციაზე.

ხარჯთაღრიცხვა და ტექნიკური მოთხოვნები

დამკვეთი სთხოვს მონაწილე კომპანიებს დეტალურად წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა შემდეგი მიმართულებებით:

  • დილის ან საღამოს დასუფთავება საჭიროებისამებრ (08:00 – 09:30) ან (20:00-21:30)
    - დასუფთავების პროცესში ჩართული პერსონალის რაოდენობა (მიუთითეთ კონკრეტული რაოდენობა);
    - ჯამური ღირებულება დილის/საღამოს დასუფთავებისთვის თვის ჭრილში.
  • დღის განმავლობაში მომსახურება (09:00 – 18:00):
    - ოფისში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების გამასპინძლებას, შეხვედრების ოთახის მოვლასა და სველი წერტილების პერიოდულ შემოვლას, სასურველია დღის განმავლობაში 2 დიასახლისი.
    - თანამშრომლის მომსახურების ჯამური ღირებულება თვის ჭრილში.
  • დასუფთავებისთვის საჭირო მასალები და ხსნარები:
    -
    სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული ხსნარები (მიუთითეთ ბრენდები და გამოყენების არეალი);
    - იატაკისა და ავეჯის წმენდისთვის განკუთვნილი სითხეები;
    - მინის ზედაპირების საწმენდი ხსნარები;
    - ხალიჩის და რბილი ავეჯის სპეციალური საწმენდი ხსნარები;
    - დამატებით: ტუალეტის ქაღალდი (მიუთითეთ ბრენდი ან მინიმალური სტანდარტი, რაოდენობა თვეში);
    - ხელსახოცები/(საპირფარეშოებისთვის და სამზარეულოსთვისრაოდენობა და მახასიათებლები).
  • გენერალური დასუფთავება- წელიწადში ორჯერ.

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში გთხოვთ, ასევე მიუთითოთ, არის თუ არა შესაძლებელი მასალების და ინვენტარისმოწოდება თქვენი კომპანიის მიერ, თუ მათი ნაწილი მომარაგება დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • შემოთავაზებული ფასი / ხარჯთაღრიცხვა;
  • ხარისხი;
  • ტექნიკური შესაბამისობა მოთხოვნებთან;
  • კომპანიის გამოცდილება და ანალოგიური პროექტები

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2025წ. 15:00 საათი

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით: 

მარიამ ქარჩაიძე

შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge  m.karchaidze@pashabank.ge 

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

თანდართული დანართების ჩამონათვალი:

  • Tender application -Cleaning Service;
  • დანართი 2 - Application Form GEO/English;
  • დანართი 3 - Confidentiality GEO/English;
  • დანართი 4 – ESG Cheklist

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები