ჩაბარების ვადა:

10 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28931 - ტენდერი 7 ერთეული ელექტრო ავტომობილის დამტენის შესყიდვა/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 3 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპსვიან ლოჯისტიკადა სს ვიანი  აცხადებს ტენდერს 7 ერთეული ელექტრო ავტომობილის დამტენის შესყიდვა/მონტაჟზე.

შესყიდვის ობიექტი:

7
ერთეული ელექტრო ავტომობილის დამტენის შესყიდვა/მონტაჟი

ტენდერის საგანი

ტენდერი გამოცხადებულია შემდეგი ელექტრო ავტომობილების  შესყიდვა/მონტაჟზე:

  • 22 kw DC დამტენი სადგური 1 პისტოლეტით - 1 ცალი
  • 40 kw DC დამტენი სადგური 1 პისტოლეტით - 1 ცალი
  • 90 kw DC დამტენი სადგური 2 პისტოლეტით – 1 ცალი
  • 120 kw DC დამტენი სადგური 2 პისტოლეტით – 1 ცალი
  • 160 kw DC დამტენი სადგური 2 პისტოლეტით – 1 ცალი
  • 360 kw DC დამტენი სადგური 2 პისტოლეტით – 1 ცალი
  • 480 kw DC დამტენი სადგური 2 პისტოლეტით – 1 ცალი

შეთავაზება უნდა მოიცავდეს : მიწოდება, მონტაჟი, აპლიკაცია, საგარანტიო და უფასო მომსახურების ვადას. 

ელექტრო დამტენები განთავსდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • თბილისი : სულხან ცინცაძის 24ა
  • თბილისი: პეტრე ქავთარაძის 23ა
  • თბილისი: ლუბლიანას ქუჩა #2/6
  • თბილისი: ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
  • ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
  • ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, #64

 სავალდებულო დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობისათვის

მონაწილეებმა ტენდერში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის იურიდიული დარეგისტრირების დოკუმენტი
  • ბოლო 1 წლის ფინანსური ანგარიშგება ან ბალანსი
  • მინიმუმ ერთი ანალოგიური მიწოდების დადასტურება ბოლო 3 წლის განმავლობაში
    - დეტალური ტექნიკური აღწერილობა
    - ტექნიკური მონაცემების ცხრილი (Datasheet)
    - ერთეული და ჯამური ღირებულება
    - მიწოდების ვადა
    - საგარანტიო პირობები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

zberoshvili@clinics.ge
571 75 71 52

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

გთხოვთ, განმარტოთ შემდეგი ტექნიკური მოთხოვნები: 1. კონექტორების ტიპი და რაოდენობა (თქვენ მითითებული გაქვთ მხოლოდ კონექტორების რაოდენობა, გთხოვთ დააკონკრეტოთ თითოეულ დამტენზე რა ტიპის კონექტორები უნდა იყოს და რა რაოდენობით, მაგალითად: 2x CCS2 ან 1x CCS2 & 1x GB/T. 2. გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელ ლოკაციაზე რა სიმძლავრის დამტენი უნდა დამონტაჟდეს, ეს მოქმედებს მონტაჟის ღირებულებაზე. მაგალითად ასეთ ფორმატშ: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85 - 120 KW DC დამტენი 3. ვალუტა USD – ფასი დღგ-ს ჩათვლით თუ გარეშე?

მიმწოდებელი 1

გამარჯობა გვაქვს შემდეგი კითხვები: 1. ეს უნდა იყოს ფასიანი დამტენები თუ არა (ანუ ბილინგის მოდული გჭირდებათ თუ არა?)? 2. რომელი სტანდარტის პისტოლეტები უნდა ჰქონდეს დამტენებს? 3. მონტაჟის ადგილს დამატებით მომზადება სჭირდება თუ უბრალოდ კაბელთან მიერთება და დადგმა გაშვებაა საკმარისი (კაბელის მიყვანა ქვესადგურიდან, გამანაწილებელი ყუთის მოწყობა, ბეტონის საფუძველი, შუალედური ტრანსფორმატორი, ნებართვები და ასე შემდეგ თუ არის მოგვარებული)? 4. გჭირდებათ თუ არა GSM კავშირი, ან რა სახის კომუნიკაციას ითხოვთ? 5. რა ვადაში გსურთ ამ სადგურების გაშვება? 6. სადგურის ხარისხის განმსაზღვრელი სერტიფიცირება თუ გაქვთ მოთხოვნილი? 7. გადახდის პირობა როგორი გაქვთ?