ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28942 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: დაემატა დანართი-N1-ფინანსური-შეთავაზება.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • სატენდერო კომისია გამარჯვებულ პრეტედენტს გამოავლენს ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: შემოთავაზებული პროდუქციის ფასი, შემოთავაზებული პროდუქციის წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია, პრეტენდენტის გამოცდილება.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს ტენდერი. ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.

სატენდერო მოთხოვნები:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე. მოსახურება მოიცავს ნებისმიერი სახის ფურშეტის ორგანიზებას (პერსონალით), ასევე ინვენტარის დაქირავებასა და დამხმარე პერსონალის მხარდაჭერას. 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • ფინანსური შეთავაზების წარმოდგენა;
  • დეგუსტაცია (დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პრეკვალიფიცირებული კომპანიები);

გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

აუცილებელი მოთხოვნები

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე:
  • მათ შორის მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლოა მოხდეს ღონისძიებამდე 1 სამუშაო დღით ადრე (შეკვეთების ~60%);
  • 3-4 საათით ადრე - იშვიათად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;

დანარჩენი მოთხოვნის წილი იგეგმება რამდენიმე სამუშაო დღით ადრე.

  • მრავალფეროვანი მენიუ;
  • მენიუს შედგენის შესაძლებლობა, ბანკის მიერ განსაზღვური მოთხოვნის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ინვენტარის გაქირავება - ჭურჭელი, მაგიდები, აქსესუარები (სუფრა);
  • მომსახურე პერსონალი (სასურველია დრესკოდით)

2. მომსახურების გაწევის ვადა:

  • მიმწოდებელმა ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად (თვეში დაახლოებით 30-40 მოთხოვნა, საჭიროებებიდან გამომდინარე);
  • მოთხოვნა გულისხმობს: ნებისმიერი სახის ქეითერინგული მომსახურების გაწევას (ფურშეტი, ყავის შესვენება, ინვენტარი, მომსახურე პერსონალი). 

3. მომსახურების გაწევის ადგილი:

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისის მასშტაბით.  

შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონ(ებ)ში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის შესახებ.

4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ქეითერინგის მომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

5. ნგარიშსწორების პირობები

  •  ანგარიშსწორება მოხდება გაწეული მომსახურების დადასტურებისა და ინვოისის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 
  • ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. 

6.  შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 60%
  • დეგუსტაცია 40%*

* დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პრეკვალიფიცირებული კომპანიები. პრეტენდენტი, რომლის საკვები პროდუქტიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

  • წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე. 
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
  • პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია და სხვა);
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. 

განფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);

სატენდერო წინადადებაში ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის, უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისსა და შემოგარენში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს).

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 15 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
ტელ: 591 220 520 

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
შეკითხვები