ჩაბარების ვადა:

18 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28947 - შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) მიერ განსახორციელებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 14 დეკემბერი 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 დეკემბერი 2025 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 14 დეკემბერი 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის (GWP)  2026-2027 წლებში განსახორციელებელი ნაგებობების, წყლის და წყალარინების სისტემების, სატუმბოების, წყლის რეზერვუარების, ჭების, ელექტრო გაყვანილობის, მოწყობა- რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების, გაბიონების, გარე განათებების, მაღალი და დაბალი ძაბვის, შენობა- ნაგებობების და ჯივიპის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების და სხვა ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის შედგენა

მომსახურების ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მომსახურება მიზნად ისახავს ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭიროშესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ტენდერში შერჩეული მომწოდებლის მიერ.1.2.2 მწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ობიექტებზე რომლებიც საჭიროებენ პროექტირებას, GWP - ის მიერ მწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა (დანართი N2 - ტექნიკური დავალების მინიმალური მოთხოვნები) და დასაპროექტებელი სამშენებლო ობიექტის შინაარსიდანგამომდინარე, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადება მოქმედ რესურსულ კატალოგებზე დაყრდნობით.
  • GWP-ის მიერ მომწოდებლისთვის მიწოდებული დეტალური ტექნიკური დავალება მოიცავს:მომსახურების გაწევის ვადებს, დასაპროექტებელი ობიექტის დანიშნულებას და დასახელებას, მისადგილ-მდებარეობას, მოთხოვნილი საპროექტო მომსახურების ძირითად სახეობებს, დასაპროექტებელი ობიექტების მინიმალურ მოთხოვნებს. 
  • მწოდებელი ვალდებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომGWP - ის  მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გაითვალისწინოს და გამოასწოროსშემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები(საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკურიდეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებულიპასუხები.
  • სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილიუზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მწოდებელი ვალდებულია, GWP-ის მიერ წერილობითიმიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის დამკვეთისთვის მიწოდება.

დანართი N2 ტექნიკური დავალება 

1. მომსახურება

შერჩეული საპროექტო კომპანია პასუხისმგებელი იქნება თითოეული პროექტის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული საინჟინრო სერვისების მოწოდებაზე. სამუშაო უნდა მოიცავდეს მინიმუმ: 

წინასწარი ანალიზი და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები:

  • კომპანიამ უნდა ჩაატაროს საფუძვლიანი საიტ ვიზიტები და კვლევები არსებული პირობების შესაფასებლად (ყოველ დაკვეთილ პროექტზე), მათ საჭიროებისამებრ (საჭიროებას გადაწყვიტავს დამკვეთი და მომწოდებელი შეთანხმების საფუძველზე) შორის ტოპოგრაფია, გეოდეზია, გეოლოგია, ელექტროობა (მათ შორის სუსტი დენები და მაღალი ძაბვა), გათბობა-კონდენცირება, სახანძრო და სხვა უსაფრთხოების პროექტები, წყალგაყვანილობა, ელექტრო გენერატორების და ტუმბოების მონტაჟის, საწვავის მარაგების, და ასევე კულერების ან კლიმატიზაციის სისტემების პროექტირება,  კონსტრუქციული ნაწილი, ინფრასტრუქტურა, გარემოზე ზემოქმედება და სხვა შესაბამისი ფაქტორები.
  • ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის ჩატარება შემოთავაზებული პროექტის სიცოცხლისუნარიანობის დასადგენად. ეს შეიძლება მოიცავდეს დიზაინის სხვადასხვა ალტერნატივების შეფასებას, წინასწარი ხარჯების შეფასებას და პოტენციური გამოწვევების იდენტიფიცირებას.

1.2. წინასწარი პროექტების შემუშავება (კონცეპტუალური დიზაინი):

  • საპროექტო კომპანიამ უნდა მოამზადოს კონცეპტუალური პროექტები დამკვეთის მოთხოვნებისა და მარეგულირებელი სტანდარტების საფუძველზე. ეს ეტაპი მოიცავს საწყისი განლაგების, სისტემის დიაგრამების და სქემატური დიზაინის შემუშავებას.
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური წინასწარი ბიუჯეტის შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დანახარჯის დეტალურ განხილვას. ეს იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და პროექტის დახვეწის საფუძველი.
  • ასევე კომპანიამ დამკვეთთან (GWP) უნდა შეათანხმოს მასალების, მათი ხარისხი, წარმომავლობა, ბრენდი და ა.შ.

1.3. ძირითადი და დეტალური საინჟინრო დიზაინი:

  • სამოქალაქო ინჟინერია: უნდა შემუშავდეს დეტალური პროექტები სამოქალაქო ინჟინერიის ასპექტებისთვის, მათ შორის სტრუქტურული, გეოტექნიკური, სადრენაჟო და საძირკვლის გეგმები. ეს მოიცავს გამოთვლების, ტექნიკური ნახაზების და სპეციფიკაციების მომზადებას.
  • ელექტრო ინჟინერია: ელექტრო სისტემების დეტალური პროექტირება, მათ შორის ელექტროენერგიის განაწილება, განათება, დამიწება, მაღალი ძაბვა, სუსტი დენები და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ელექტრო ინფრასტრუქტურა. უნდა იქნეს დაცული და გთვალისიწნებული სტანდარტებთან შესაბამისობა.
  • მექანიკური ინჟინერია: მექანიკური სისტემების დეტალური პროექტირება, მათ შორის გათბობისა და გაგრილების სისტემები, წყლისა და წყალარინების ხაზები, საგასადაგო სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ამწეები და კონკრეტულ პროცესებზე მორგებული ნებისმიერი მექანიკური მოწყობილობა
  • ტექნიკური მახასიათებლები: დეტალური ტექნიკური მახასიათებლების მოწოდება ყველა კომპონენტისა და მასალისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნილ ხარისხის და შესაბამის სტანდარტებს.
  • სანქცირებული ქყვეყნების მასალები არ გამოიყენება 
  • საბოლოო ღირებულების შეფასებები: ზუსტი ხარჯთაღრიცხვების მოწოდება დეტალური დიზაინის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს შედგენილი რესურსული კატალოგებზე დაყრდნობით (კრებსითი და რესურსული).  

1.4. სანებართვო დოკუმენტაცია საჭიროებებისამებრ (საჭიროება შეთანხმდება მომწოდებელსა და დამკვეთს შორის):

სანებართვო დოკუმენტაცია: მომწოდებელმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ადგილობრივი, რეგიონული ან ეროვნული ხელისუფლებისგან საჭირო ნებართვების მისაღებად. ეს მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს, უსაფრთხოების შესაბამისობის დოკუმენტებს და ნებისმიერ სხვა დოკუმენტის წარდგენას.

- კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი დოკუმენტაციის მოწოდება, რომელიც შეესაბამება  შესაბამის არსებულ კანონებსა და რეგულაციებს.

1.5. პროექტის მენეჯმენტი და ტექნიკური დახმარება:

პროექტის კოორდინაცია (საავტორო ზედამხედველობა): უზრუნველყოს მუდმივი კოორდინაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სხვა კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და დამკვეთის პროექტის მართვის გუნდთან.

ტექნიკური დახმარება შესრულების დროს: კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება მშენებლობის ფაზაში, მათ შორის ადგილზე ვიზიტები, ინსპექტირება და პრობლემის გადაჭრა, როგორც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის დიზაინის დაცვა.

1.6. შემდგომი მომსახურება:

  • პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მოწოდებულ იქნას ნახაზები და ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს მშენებლობის დროს განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას ან ცვლილებებს. 
  • საბოლოო პროექტის დამტკიცების და გადმოცემის შემდეგ, პროექტის განხორციელების პროცესში თუ ადგილი ქონდა ცდიმილებებს (10%-ზე მე მეტი), რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო დაპროექტების დროს მაგრამ არ გაკეთდა, დამკვეთი მოითხოვს ცდომილებით გამოწვეული ზარალის და ზედმეტი ხარჯების ანაზღაურებას. ხარჯები დადასტურებული იქნება დოკუმენტურად.
  • P.S. ნებისმიერი ცდომილება რაც იწვევს ხარჯის და ვადის ნებისმიერი ოდენობით გაზრდას უნდა იყოს დასაბუთებული არგუმენტირებულად წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება 1.6.2 მუხლი

2. შერჩევის კრიტერიუმები:

საპროექტო - საინჟინრო კომპანიის შერჩევა მოხდება რამდენიმე კრიტერიუმის შეფასების საფუძველზე. შეფასების პროცესში განიხილება შემდეგი ძირითადი ასპექტები:

2.1. გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები:

  • შესაბამისი გამოცდილება: კომპანიამ უნდა აჩვენოს მნიშვნელოვანი გამოცდილება მცირე და საშუალო ზომის სამოქალაქო, ელექტრო და მექანიკური სამუშაოების და სხვა პროექტირებისა და მართვაში.
  • პერსონალი: კომპანიას უნდა ჰყავდეს ინჟინრების კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი, მათ შორის სამოქალაქო, ელექტრო და მექანიკური ინჟინერი, გეოლოგი, გეოდეზისტი, ტოპოგრაფი, კონსტრუქტორი, გარემოს დაცვის და უსაფრთხოების სპეციალისტი, ა.შ. დადასტურებული გამოცდილებით შესაბამის სფეროებში (თუ კომანიას არ ყავს მუდმივი საშტატო თანამშრომელი, მაშინ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ კადრთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება)
  • ინოვაციური გადაწყვეტილებები: უპირატესობა მიენიჭება კომპანიებს, რომლებიც აჩვენებენ ინოვაციური დიზაინის გადაწყვეტილებების და რთულ პროექტის მოთხოვნებთან ადაპტაციის უნარს, სადაც შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება გარმოს დაცვის, ენერგო ეფექტურობის, მდგრადობის შესაბამისობა.

2.3. ტექნიკური წინადადებების ხარისხი:

მეთოდოლოგია: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მკაფიო და მტკიცე მეთოდოლოგია, მათ შორის დეტალური სამოქმედო გეგმა პროექტის თითოეული ეტაპისთვის. მეთოდოლოგიამ უნდა გამოკვეთოს, თუ როგორ მართავს კომპანია რესურსებს, ვადებს და ხარისხის კონტროლს.

სტანდარტებთან შესაბამისობა: ტექნიკური წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამის სტანდარტს. 

2.4. შესრულების ვადები:

რესურსების ხელმისაწვდომობა: კომპანიამ უნდა აჩვენოს, რომ მას აქვს საჭირო რესურსები, კვალიფიკაცია და ორგანიზაციული შესაძლებლობები ერთდროულად რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში. ეს მოიცავს პერსონალის მკაფიო გეგმას და რესურსების განაწილების სტრატეგიას.

დროულობა: კომპანიის მუშაობის შედეგების შეფასება განისაზღვრება პროექტების დროულად მიწოდებაში. კომპანიებს რომლებსაც ექნებათ მოწოდების მოკლე ვადები მიენიჭებათ უპირატესობა.

მოქნილობა და პასუხისმგებლობა: კომპანიის უნარი ადაპტირდეს პროექტის მასშტაბის ცვლილებებთან, დამკვეთის მოთხოვნებთან ან გაუთვალისწინებელ გამოწვევებთან პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

2.5 ფინანსური შეთავაზება და პროექტის ღირებულების დონეები:

ფინანსური შეფასება ჩაიშლება შემდეგნაირად: 

პროექტები რომელთა განხორციელების ღირებულება ნაკლებია 10,000 ევრო

  • შეფასება ფოკუსირებული იქნება კომპანიის უნარზე, უზრუნველყოს ეფექტური გადაწყვეტილებების შემოთავაზება ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
  • წინადადებებმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია კომპანიის რესურსების ოპტიმიზაცია და პროცესების გამარტივება ბიუჯეტის შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად.

პროექტირება:

  • გაპი
  • ნებართვები
  • გეოდეზია / ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • არქიტექტურა
  • კონსტრუქციული ნაწილი
  • ელექტრო გაყვანილობა
  • საინჟინრო ნაწილი
  • წყალგაყვანილობა
  • გათბობა/გაგრილება
  • გარემოს დაცვა
  • სახანძრო და სხვა
  • პროექტების შეთანხმება - GWP, სახელმწიფო სტრუქტურები
  • საავტორო ზედამხედველობა
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება რესურსულ და კრებსით ფორმებში
  • დაექსპერტება - სამხარაული ან აკრედიტირებული საექსპერტო დაწესებულების მიერ 

პროექტები რომელთა ღირებულება მეტია10,000 ევრო და ნაკლებია 30 000 ევრო

  • შეფასება ფოკუსირებული იქნება კომპანიის უნარზე, უზრუნველყოს ეფექტური გადაწყვეტილებების შემოთავაზება ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
  • წინადადებებმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ფირმას რესურსების ოპტიმიზაცია და პროცესების გამარტივება ბიუჯეტის შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად.

პროექტები რომელთა ღირებულება მეტია 30,000 ევრო და ნაკლებია 100 000 ევრო

  • აქცენტი გაკეთდება ღირებულებისა და ხარისხის დაბალანსებაზე. კომპანიამ უნდა აჩვენოს, თუ როგორ მიაწოდებს მყარ და საიმედო დიზაინს, რაც უზრუნველყოფს ფულის ღირებულებას.
  • საჭიროა ხარჯების დეტალური განაწილება, ძირითადი ხარჯების კომპონენტების დასაბუთებასთან ერთად.

პროექტები რომელთა ღირებულება მეტია 100,000 ევროზე

  • ეს მოიცავს პროექტის რისკების სიღრმისეულ ანალიზს, ხარჯების მართვის სტრატეგიებს და საგანგებო დაგეგმვას.
  • კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ხარჯების მართვის გეგმა, მათ შორის დეტალური ხარჯების შეფასებები, პოტენციური ხარჯების დაზოგვის ზომები და ბიუჯეტის გადაჭარბების მართვის სტრატეგიები.

3. ინოვაცია და მდგრადობა:

  • უპირატესობა მიენიჭება კომპანიებს, რომლებიც აერთიანებენ მდგრადობას თავიანთ პროექტებში, მათ შორის ენერგოეფექტური სისტემების, ეკოლოგიურად სუფთა მასალების და მშენებლობის დაბალი ზემოქმედების მეთოდების გამოყენებას.
  • კომპანიის უნარის შეფასება პროექტში ინოვაციური გადაწყვეტილებების შეტანაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიზაინის ოპტიმიზაცია, ციფრული მოდელირება და მოწინავე საინჟინრო ტექნიკა.

4. შრომის უსაფრთხოების ნორმები:

შრომის უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონმდებლობის შესაბამისად

5. ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

6. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბერი ჩათვლით - შესაძლო ერთწლიანი გაგრძელებით.

7.  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:

  • საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკით და ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.
  • საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციასსაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD/ ArchiCAD და სხვა).
  • საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგმისამართზე: ქ. თბილისი მედეა მზია ჯუღელის N10 GWP - ის ცენტრალური ოფისი.

 8. გამოცდილება:

  • პრეტენდენტს 2022-2025 წლების განმავლობაში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 150000 ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
  • პრეტენდენტს 2022-2025 წლების განმავლობაში 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდესგანხორციელებული არანაკლებ 20000. ღირებულების სამშენებლო სამუშაოებისსაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს,საინჟინრო სამუშაოების გამოცდილებისდამადასტურებელი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისგამოცდილების დადასტურების მიზნით საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილიხელშეკრულებები და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.თუ მოცემული დოკუმენტებიატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისიგანცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
  •  ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად

 დანართი N3 - გამოცდილება.pdf

9. მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისადა საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადისპეციალისტების ჩართვა.
მხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილისპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:

  • გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი (მუდმივი);
  • სამოქალაქო - სამრეწველო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლისგამოცდილებით - 1 სპეციალისტი (მუდმივი);
  • საგზაო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი (შესაძლოა იყოს მოწვეული);
  • ელექტრო ინჟინერი (მაღალი ძაბვა, დაბალი ძაბვა და სუსტი დენები) - სპეციალობის მუშაობისარანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი (სასურველია მუდმივი);
  • კონსტრუქტორი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი(სასურველია მუდმივი);
  • წყალარინების და წყალმომარაგების ინჟინერი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლისგამოცდილებით - 1 სპეციალისტი (სასურველია მუდმივი);
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი(სასურველია მუდმივი);
  • გეოლოგი - სპეციალისტი არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი (სასურველია მუდმივი);
  • გეოდეზისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი(სასურველია მუდმივი);
  • არქიტექტორი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი(სასურველია მუდმივი);
  • ტოპოგრაფი - სპეციალისტი არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი (მოწვეული);

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N4 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადისპეციალისტი მიერ.
  • აკრედიტაცია ან შესაბამისი დოკუმენტაცია
  • მწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლისმოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბერისა.
  • საჭიროების შემთხვევაში, მწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმსპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდაწარუდგინოს დამკვეთს.
  • საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მწოდებელივალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციისსაფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციისსპეციალისტებით.
  • ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად.

 დანართი N4 -სპეციალისტები.pdf 

10. ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • მწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულებისფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგანწერილობითი თანხმობა;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფოშესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
  • ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელისამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი;
  • სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მწოდებელი არ თავისუფლდებახელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდაწარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას. 

11. სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილიიქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისადგანხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
  • პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისიმიღება-ჩაბარების აქტები.
  • ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ, რომლების ჩართული იქნებიან მომსახურებისმიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულიასატენდერო დოკუმენტაციაში
  • ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურებისმიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვისგათვალისწინებულ ყველა გადასახადს, სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისასდადგენილი მოთხოვნები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ატვირთულია სატენდეროდოკუმეტაციასთან ერთად
  • ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოსქართულ ენაზე და ინგლისურ ენეზე, ასევე მომავალშიც გამარჯვებული კომპანია საპროექტო დოკუმენტაციას მოგვაწვდის ქართულ და ინგლისურ ენაზე. პრედენდენტს არა აქვს უფლებაწარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
  • შენიშვნა: გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით (შესაძლო ერთ წლიანი ავტომატური გაგრძელებით)
  • სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური კითხვების შემთხვევაში გთხოვთ წერილობით მოგვამღთოთ ან კითხევი დააფიქსიროთ საიტზე და შემსყიდველი ჩანიშნავს მუშა შეხვედრას ყოველ პროტენდენტთან.

 დანართი N5 -- გარანტია.pdf 

12. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგანმომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომისანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდებაგანხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

13  სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/ აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებულიმოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირსუფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში , წარმოდგენილია საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292- მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავეკოდექსის 238- მუხლის თანახმად გაფორმებული , აღიარებული ან/და არაღიარებულისაგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციისსაფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს , რომპრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ( გარდა არაღიარებული დავალიანებისადა იმ შემთხვევისა თუ პირს სრულად იმ თანხის გადახდაზე , რომელიც უფიქსირდება აღიარებულსაგადასახადო დავალიანებაში , გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავე კოდექსის 238- მუხლის თანახმადგაფორმებული , აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულიშესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ).
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემებისამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის

ინდივიდუალური მეწარმისთვის:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/ აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებულიმოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირსუფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში , წარმოდგენილია საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292- მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავეკოდექსის 238- მუხლის თანახმად გაფორმებული , აღიარებული ან/და არაღიარებულისაგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციისსაფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს , რომპრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ( გარდა არაღიარებული დავალიანებისადა იმ შემთხვევისა თუ პირს სრულად იმ თანხის გადახდაზე , რომელიც უფიქსირდება აღიარებულსაგადასახადო დავალიანებაში , გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავე კოდექსის 238- მუხლის თანახმადგაფორმებული , აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულიშესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ).
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემებისამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის

ფიზიკური პირისთვის:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისარარსებობის შესახებ. 

ამხანაგობისთვის უშუალოდ ამხანაგობისთვის:

  • ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს , რომპრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ( გარდა არაღიარებული დავალიანებისადა იმ შემთხვევისა თუ პირს სრულად იმ თანხის გადახდაზე , რომელიც უფიქსირდება აღიარებულსაგადასახადო დავალიანებაში , გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავე კოდექსის 238- მუხლის თანახმადგაფორმებული , აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულიშესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ).
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემებისამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის

ამხანაგობის წევრებისთვის:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/ აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებულიმოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირსუფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში , წარმოდგენილია საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292- მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავეკოდექსის 238- მუხლის თანახმად გაფორმებული , აღიარებული ან/და არაღიარებულისაგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციისსაფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს , რომამხანაგობის თითოეული წევრს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ( გარდა არაღიარებულიდავალიანებისა და იმ შემთხვევისა თუ პირს სრულად იმ თანხის გადახდაზე , რომელიცუფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში , გაფორმებული აქვს საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292- მუხლით გასაზღვრული საგადასახადო შეთანხმება , ან/და ამავეკოდექსის 238- მუხლის თანახმად გაფორმებული , აღიარებული საგადასახადო დავალიანებისგადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც ამხანაგობის თითოეული წევრმაუნდა წარმოადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ).
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემებისამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 

არარეზიდენტი პირისთვის:

  • არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოსთავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნულიდოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ანაპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულითარგმანი.
  • არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებულიკანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თანუნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 

წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალისაქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს(სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივადწარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის ყველა ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდანგაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებულიქართული თარგმანი. 

 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 5%
  • გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებისშესრულების ვადას.
  • გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ანსადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკოდაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიისგამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირისმიერ და ბეჭედდასმული, დანართი N5-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურეობის მიღება ჩაბარების აქტისა დაანგარიშ-ფაქტურის მიხედვით.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე.
  • თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი (აღნიშნულისდასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის მოდულში უნდა ატვირთოს ცნობა დღგ-ისგადამხდელობის შესახებ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისადხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება სატენდერო წინადადების ფასისშესაბამისი დღგ-ის ოდენობა.
  • საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე ობიექტისსაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობისსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემულიობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების (ექსპერტიზის) დადებითი დასკვნის საფუძველზე. იმშემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპლევან სამხარაულის სახელობისსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოსდასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციისსფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას). აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდადაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით.
  • ეტაპობრივი - კონცეპუალური პროექტის GWP-ის მიერ შეთახნმების შემდეგ 20% მთლიანი ღირებულების, დარჩენილი კონსიგნაცია 30 კალენდარული დღე

 ხელშეკრულების პროექტი 500000.pdf

საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია:

სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი 

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები