12 დეკემბერი 2025, 11:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28948 - ტენდერი SOLO და Wealth Management სტატუსის მქონე კლიენტებისთვის სერვის პლუსის, SOLO Events და SOLO Voyager-ის მომსახურებების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 5 დეკემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2025 დრო 11:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს SOLO და Wealth Management სტატუსის მქონე კლიენტებისთვის სერვის პლუსის, SOLO Events და SOLO Voyager-ის მომსახურებების შესყიდვაზე.
1. ზოგადი ინფორმაცია:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს, SOLO და WEALTH MANAGMENT სტატუსის მქონე კლიენტებისთვის სერვის პლუსის, SOLO Events და SOLO Voyager, მომსახურებების შესყიდვაზე:
- საკონტრაქტო ვადა: 3 წელი, 1 წლის თავზე გადახედვის პირობით.
- SOLO და Wealth Management პირებისათვის კონსიერჟის ანგარიშთა პაკეტით მოსარგებლე მომხმარებლებს (შემდგომში - კლიენტი) შესაძლებლობა აქვთ ლაუნჯებში მიირთვან ყავა/ჩაი, მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება; შეძლონ მონაწილეობის მიღება დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და აქტივობებში; ლაუნჯში მიიღონ SOLO Voyager - ს ჟურნალი.
გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
1.1. მომსახურების პირობები:
- გათვალისწინებულ მომსახურებას (შემდგომში - მომსახურება) კლიენტს გაუწევს საქართველოს ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ხოლო ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის სასარგებლოდ მესამე პირისთვის აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას;
- მომსახურების ჩამონათვალი, რომლის საფასურის გადახდას/ანაზღაურებას უზრუნველყოფს ბანკი ცვალებადია და ჩამონათვალის მოქმედი ვერსიის სანახავად გაეცანით დანართ N3-ს;
- მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მომსახურების პირობების დანართით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყნის გარეთაც;
- ბანკსა და კლიენტს შორის შემდგომი კომუნიკაციისთვის შესაძლებელია ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებული სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება;
- მომსახურება კლიენტს მიეწოდება მესამე პირის მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით;
- მომსახურების ფარგლებში კლიენტის მიერ მომსახურების/პროდუქტის მესამე პირისგან შეძენის შემთხვევაში, შეძენილი მომსახურების/პროდუქტის თანხის/ღირებულების გადარიცხვას უზრუნველყოფს ბანკი, კლიენტის დავალების საფუძველზე, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად;
- პრეტენდენტი ვალდებულია,მისი თანამშრომლები სრულად უზრუნველყოს ყველა საჭირო საოფისე/ტექნიკური ინვენტარით, მათ შორის ოფისით;
1.2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების, შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 4 წელი;
- პროექტის დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში;
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს გამოცდილება/რესურსი მსგავსი მასშტაბის პროექტებზე;
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომსახურების გამოცდილება/რესურსი მინიმუმ 50 000 + რაოდენობის კლიენტებისთვის;
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა მომსახურების ერთად გაწევა;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
1.3. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/. დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში):
- ფინანსური წინადადება - დანართი N1
- საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
- ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ჯამური წლიური ღირებულება ჩაშლილად, მომსახურებების ჭრილში;
- პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ყოველწლიურად ტარიფის ზრდის პროცენტულობა; (ხელშეკრულება ფორმდება 3 წლით.) - შემოთავაზებული წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტის მიერ უნდა განისაზღვროს გამოყოფილი თანამშრომლების რაოდენობა;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება). გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
1.4. შეფასების კრიტერიუმები:
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 50%
- უშუალოდ კომპანიის (საკუთარი) გამოცდილება 50%
წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
ინფორმაცია თანამშრომლების სტრუქტურის შესახებ იხ. დანართი N4 დოკუმენტის ბოლოს.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ შესაძლოა თანამშრომლობის პერიოდში ბანკის მხრიდან შესაძლოა გახდეს დამატებითი ფუნქციების განსაზღვრა, რომელიც არ იქნება არსებითად განსხვავებული.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 12 დეკემბერი, 11:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
+995 579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები