ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28951 - ტენდერი სამეურნეო ნარჩენების რეალიზაციაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. 

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Bavaria, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო ნარჩენების რეალიზაციაზე. ორგანიზაციაში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენები, როგორიცაა: 

  • კარდონი
  • პოლიეთილენის პარკები 

ნარჩენების გატანა და ტრანსპორტირება საკუთარი რესურსებით უნდა მოახერხოს გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი მისამართებიდან: 

  • თბილისი - თემქა, ისაკიანის 1
  • სამტრედია - სოფ. კულაში 
  • გორი - სოფ. კარალეთი

მონაწილეობა ტენდერში შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ კარდონით ან/და მხოლოდ პოლიეთილენის პარკების შეძენა/გატანით ხართ დაინტერესებული. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი
  • კომერციული წინადადება, რომელიც მოიცავს ზემოთ მოცემული ნარჩენების შესყიდვის ფასებს 1 კგ-ზე. 

პირობები

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 20.12.2025 18:00 საათი;

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოაცხადოს გამარჯვებული, ტენდერის ძირითადი დროს გასვლის შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა დამატებითი დრო მისცეს მონაწილე კომპანიებს, რომ მათ მიერ მოხდეს შემოთავაზებების გადახედვა/ გაუმჯობესება.
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელ.ფოსტებზე. 

გადახდის პირობა:

გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია 
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: Mariam.kvaratskhelia@gbbg.ge  
ტელ.: +995 551 59 63 06

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე 
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტა: Vasil.beshkenadze@gbbg.ge 
ტელ.: +995 551 31 20 97  

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები