ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28971 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით, ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტი აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით, ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილეკომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ- ჩათვლით. ასევე,  სამუშაოს შესრულების ვადა და გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7.

ჰორიზონტალური ბურღვის მომსახურების  შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე. სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერის # - 2025/20
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2026  წლის 16 იანვრის  ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი
ტელეფონი: +995 599 55 25 53  +995 555 54 05 54
E-mail: SMazmishvili@silknet.com ISajaia@silknet.com tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები