ჩაბარების ვადა:

15 დეკემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28991 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 დეკემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, დაკორექტირდა მიწოდების მესამე ეტაპის პუნქტი.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა ტიპის სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (CASHBOX) 200
სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (1200) 50
სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (2200) 300


მახასიათებლები:

სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (CASHBOX)
კორპუსის ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში (დანართი 4)

მეტალის კონსტრუქცია უნდა დამუშავდეს ანტიკოროზიული გრუნტით და შემდეგ შეიღებოს თერმულად  მითითებულ ფერებში

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ დამზადება

კორპუსის სპეციფიკაცია

თაროები - 2.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის კარი - 4.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის კორპუსი - 3.0მმ, ფერი თეთრი

მონიტორის პანელი - 3.0მმ, ფერი ნარინჯი

კორპუსის კომპლექტაცია

ქეისი - 1.5მმ, ფერი თეთრი (დანართი 5)

მონიტორის სამაგრი - 2.0მმ, ფერი თეთრი (დანართი 6)



სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (1200)

კორპუსის ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში (დანართი 7)

მეტალის კონსტრუქცია უნდა დამუშავდეს ანტიკოროზიული გრუნტით და შემდეგ შეიღებოს თერმულად
მითითებულ ფერებში

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ დამზადება

კორპუსის სპეციფიკაცია

თაროები - 2.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის კარი - 2.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის კორპუსი - 2.0მმ, ფერი ნარინჯი

მონიტორის პანელი - 2.0მმ, ფერი ნარინჯი

ტერმინალის პანელი - 2.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის ძირი - 2.0მმ, ფერი თეთრი

კორპუსის კომპლექტაცია

სანათი - 1.5მმ, ფერი თეთრი (დანართი 8)

 ქეისი - 1.5მმ, ფერი თეთრი (დანართი 5)

მონიტორის სამაგრი - 2.0მმ, ფერი თეთრი (დანართი 6)

 

სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (2200)

კორპუსის ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში (დანართი 9)

მეტალის კონსტრუქცია უნდა დამუშავდეს ანტიკოროზიული გრუნტით და შემდეგ შეიღებოს თერმულად
მითითებულ ფერებში

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ დამზადება

კორპუსის სპეციფიკაცია

თაროები - 2.0მმ, ფერი თეთრი

 ტერმინალის კარი - 2.0მმ, ფერი თეთრი

ტერმინალის კორპუსი - 2.0მმ, ფერი ნარინჯი

მონიტორის პანელი - 2.0მმ, ფერი ნარინჯი

ტერმინალის პანელი -2.0მმ, ფერი თეთრი

 ტერმინალის ძირი - 2.0მმ, ფერი თეთრი

კორპუსის კომპლექტაცია

სანათი - 1.5მმ, ფერი თეთრი (დანართი 8)

 ქეისი - 1.5მმ, ფერი თეთრი (დანართი 5)

მონიტორის სამაგრი - 2.0მმ, ფერი თეთრი (დანართი 6)

 

მოწოდების მისამართი და პირობები:

ქ.თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8

ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქტის მოწოდება, დასაწყობება;

მოწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წელს შემდეგი თანმიმდევრობით

  • I ეტაპი - 2026 წლის თებერვალი - სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (CASHBOX) - 100 ცალი, სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (1200) – 50 ცალი, სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (2200) – 100 ცალი;
  • II ეტაპი - 2026 წლის მარტი - სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (2200) – 100 ცალი;
  • III ეტაპი - 2026 წლის აპრილი - სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (2200) – 100 ცალი, სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი (CASHBOX) - 100 ცალი.

ანაზღაურება:

ყოველი თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    · ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    · ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 15 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

შალვა კენჭოშვილი
+995 591
111 928
shkenchoshvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
შეკითხვები