22 დეკემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT28992 - ტენდერი საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის / სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 დეკემბერი 2025 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის / სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე, ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის (ავეჯი, ძირითადი საშუალებები, საარქივო დოკუმენტაცია) ტრანსპორტირება (მათ შორის კომპანიის მიერ მოყვანილი მუშა ხელის საშუალებით ტვირთის მანქანაში ატვირთვა / ჩამოტვირთვა )
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა
- მოთხოვნების ცხრილი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიკაციის გათვალისწინებით
- სააპლიკაციო ფორმა
ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ბანკის პირველ სართულზე არსებულ მიმღებში დატოვოთ.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 22 დეკემბერი 2025 წელი, 16:00 საათამდე
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
არჩილ თარაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ქაცარავა
ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1582)
E-mail: Giorgi.Katsarava@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები