ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2025, 00:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28993 - ფასთა გამოკითხვა გამწვანებული ტერიტორიის მოვლის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯეი 4
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 8 დეკემბერი 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 დეკემბერი 2025 დრო 00:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

ჯეი 4 აცხადებს ფასთა გამოკითხვას გამწვანებული ტერიტორიის მოვლის მომსახურებისშესყიდვაზე.

გამწვანებული ტერიტორია მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ ლეო კვაჭაძის #19 _ში, საცხოვრებელ კომპლექსში "შენი სახლი ლისზე" (საკადასტრო კოდები: 01.72.16.097.004; 01.72.16.097.079; 72.16.21.435).

გამწვანებული ტერიტორიის ჯამური ფართობი  შეადგენს 8 767 2, რომელზეც  მოწყობილია ავტომატიზირებული სარწყავი სისტემა. (5-7 ერთეული პროგრამატორი)

სატენდერო ტერიტორიაზე დარგულია დაახლოებით 325 ერთეული ხე (იხილეთ სახეობები განცხადების ბოლოს); 674 ერთეული ბუჩქი (იხილეთ სახეობები განცხადების ბოლოს), დაახლოებით 600 ძირი ხვიარა მცენარე (იხილეთ სახეობები განცხადების ბოლოს) და მოწყობილია გაზონის საფარი დაახლოებით 8 767 მ2_ზე (გაზონი ტიპი - მინდვრის ბალახი).

 სატენდერო მოთხოვნები:

  • გაზონი - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით გათიბვა, გეგმიური სასუქების შეტანა, სკარიფიკაცია შემოდგომასა და გაზაფხულზე, საჭიროების შემთხვევაში შეწამვლა, ნათიბიმასის ტერიტორიიდან გატანა, მწვანე საფარის დასუფთავება და მოვლის სამუშაოებისწარმოებისას დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
  • ხე/მცენარეები - სეზონური აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, გასხვლა/ფორმირება; გამაგრების გასწორება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში თავიდან გამაგრება); სარწყავი ჯამისგაკეთება, მორწყვის რეჟიმის კონტროლი; ფიტოსანიტარული კონტროლი; პრევენციული დაგეგმიური წამლობა, (მათ შორის, დაავადების ფაქტის გამოვლენა და მისი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი წამლობა) სასუქების შეტანა. მოვლის სამუშაოების წარმოებისას დანაგვიანებულიმიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენი მასის გატანა. 
  • სარწყავი სისტემა - დაპროგრამება სეზონებისა და გაზონის საჭიროების მიხედვით, სარწყავისისტემის ვიზუალური შემოწმება, (წყლის ჟონვასა და მფრქვევანების მიმართულების გასწორების მიზნით) დაზიანების დიაგნოსტიკა და დამკვეთთან შეთანხმებით შეკეთება.
  • ზოგადი ვალდებულებები - შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ყოველკვირეული ანგარიში ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. შემსრულებელი ვალდებულია გამწვანების მოვლა განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს რიგგარეშე ვიზიტი.

სახეობების ჩამონათვალი:

ხეები - Platanus orientalis; Acer cappadocicum; Cupressus Leylandii; Pinus mugo; Platanus orientalis; Salix Babylonica; Celtis australis; Lagerstroemia Indica; Lagerstroemia Indica; Nerium Oleander; Paulównia; Robinia Pseudoacacia; Picea abies; Cedrus deodara; pinus pinea; Quercus robur; Robinia pseudoacacia; Platanus acerifolia; cercis siliquastrum; Celtis caucasica; Acer saccharum; ligustrum japonicum; acer tataricum; Salix Babylonica; Liquidambar styraciflua; Lagerstroemia Indica; Lagerstroemia Indica; Tilia americana; cupresus macrocarpa; Cedrus deodara; Acer saccharum; liriodendron tulipifera; Lagerstroemia Indica; Cupressus sempervirens ; Pinus mugo; Acer campestre pinus pinea Ginkgo biloba; Prunus serrulata.

ბუჩქები - Lavandula, Rosmarinus, Abelia, Berberis, Euonymus, Viburnum; Thuja smaragda; Photinia fraseri little red robin; Viburnum; Pyracantha’ Oleander; Greeping junipers; Andorra Juniper; Lavandula Blue Chip; Juniperus horizontalis 'Blue Chip';  Thujia smaragd Viburnum.

ხვიარები - Parthenocissus; Eden rose; Hedera helix; Visteria; Campsis.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა2025 წლის 19 დეკემბერი, 23:59 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ktodu2015@agruni.edu.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები