ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28997 - ტენდერი ელექტრო მასალების კონსოლიდირებულ შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ელექტრო მასალების კონსოლიდირებულ შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს ელექტრო კაბელებს, ელექტრო ფურნიტურას და ავტომატებს.

საქართველოს ბანკი ახორციელებს ფილიალების ფართომასშტაბიან განვითარების პროექტს, ყოველწლიურად იხსნება რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის ფილიალი ან ბექოფისი.

სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ ტენდერის შედეგად შერჩეული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ელექტროინსტალაციის სამუშაოებსაც. 

ოპტიმიზაციისა და ხარისხის სტანდარტების ერთიანობის უზრუნველსაყოფად, ბანკი აცხადებს ელექტრო მასალების კონსოლიდირებულ შესყიდვას და აარჩევს ერთ ან რამდენიმე მომწოდებელს წლიური ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში.

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელი გახდება ბანკის აუცილებელი პარტნიორი აღნიშნული მასალების მიწოდებაში, ხოლო ბანკის სარემონტო კონტრაქტორები ვალდებულნი იქნებიან მასალები შეიძინონ მხოლოდ ამ მომწოდებლისგან შეთანხმებული ფასებით.

2.შესყიდვის სტრუქტურა (ლოტები)

ტენდერი გამოცხადებულია სამ დამოუკიდებელ ლოტად, პრეტენდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მათთვის შესაბამის კატეგორიაში:

ლოტი აღწერა
ლოტი 1 ელექტრო კაბელები (დასახელებული ძირითადი ტიპები და კვეთები)
ლოტი 2

ელექტრო ფურნიტურა (დამხმარე ელემენტები, კაბელის სამაგრები, კონექტორები და სხვა)

ლოტი 3

ავტომატები (სხვადასხვა დენისა და ტიპის)


მომწოდებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამივე, ან მხოლოდ ერთი ან ორი ლოტის ფარგლებში.

3. ტენდერის ფორმატი და წინადადებების ტიპი

მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ სრული კომერციული შეთავაზება, რომელიც მოიცავს:

  • ერთეულის ფასს თითოეულ პოზიციაზე 
  • შესაბამის სერტიფიკატებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას
  • გარანტიის პირობებსა და მიწოდების ვადებს.
  • მინიმალურ სამარაგე მოცულობას თითოეულ პოზიციაზე

4. ხელშეკრულების ტიპი და ვადა

ტენდერის საფუძველზე გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ჩარჩო ხელშეკრულება,
რომელიც ავტომატურად გაგრძელდება დამატებით 1 წლით, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვს მის შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

ყველა შეკვეთა განხორციელდება ბანკის ფაქტობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული ფიქსირებული ერთეულის ფასებით.

5. რაოდენობები და საორიენტაციო მონაცემები

დანართი N2-ში მოცემულია საორიენტაციო რაოდენობა რომელიც ეფუძნება 2025 წლის ბანკის ობიექტზებზე გახარჯვის მიახლოებულ მოცულობას კონკრეტულ დასახელებზე. აღნიშნული მონაცემები პრეტენდენტმა შეუძლია გამოიყენეოს საორიენტაციო მიზნებისთვის.

ბანკი არ იღებს ვალდებულებას აღნიშნული მოცულობების ათვისებაზე 2026 წელს.  მოცემული რაოდენობები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე. შეკვეთები განხორციელდება ფაქტობრივი მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ფიქსირებული ფასების და მიწოდების ვადების პირობებში.

6. ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების მოთხოვნები

6.1. ზოგადი მოთხოვნები ყველა ლოტისთვის

ყველა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:

  • კომპანიის რეგისტრაციის ამონაწერი;
  • ავტორიზაციის წერილი (ოფიციალური დისტრიბუტორის ან იმპორტიორის შემთხვევაში);
  • ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატები (სასურველია):
    - ISO 9001 – Quality Management System
    - ISO 14001 – Environmental Management System
    - ISO 45001 – Occupational Health and Safety
  • საგარანტიო ვადის განაცხადი – მინიმუმ 12 თვე.

6.2. ლოტი 1 – ელექტრო კაბელები

სავალდებულო დოკუმენტაცია: 

  • ტექნიკური მახასიათებლები (DataSheet) — უნდა შეიცავდეს გამტარის ტიპს, იზოლაციის მასალას, ძაბვას, კვეთას, ტემპერატურულ გამძლეობას და შესაბამის სტანდარტებს (IEC, EN)
  • შესაბამისობის სერთიფიკატი Certificate of Conformity (CE, RoHS ან IEC)
  • წარმოშობის სერთიფიკატი Certificate of Origin
  • ცეცხლგამძლეობა/ LSZH სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
  • მინიმალური სამარაგე მოცულობა (მინ. სამარაგე რაოდენობა ცალებში)
  • პროდუქტის ნიმუში ან ფოტოდოკუმენტაცია მოთხოვნისას.

6.3. ლოტი 2 – ფურნიტურა 

  • ტექნიკური მახასიათებლები (DataSheet)
  • შესაბამისობის სერთიფიკატი (Conformity Certificate (CE ან EN 60670 შესაბამისობა)
  • წარმოშობის სერთიფიკატი (Certificate of Origin)
  • ISO 9001 სერტიფიკატი (სასურველია მწარმოებლისგან)
  • მინიმალური სამარაგე მოცულობა (მინ. სამარაგე რაოდენობა ცალებში)
  • საგარანტიო ვადა – მინ. 12 თვე

6.4. ლოტი 3 – ავტომატები 

  • ტექნიკური მახასიათებლები (DataSheet) (მოდელი, ტიპი, დენი, პოლუსები, დამცავი მახასიათებლები)
  • შესაბამისობის სერთიფიკატი (Conformity Certificate (IEC 60898-1 ან IEC 60947-2)
  • ქარხნული ტესტრეფორთი (Factory Test Report ან Quality Certificate)
  • წარმოშობის სერთიფიკატი (Certificate of Origin)
  • მინიმალური სამარაგე მოცულობა (მინ.სამარაგე რაოდენობა მეტრებში)
  • საგარანტიო ვადა – მინ. 12 თვე

7. შეფასების კრიტერიუმები

შეთავაზებების შეფასდება შემდეგი პრინციპებით:

კრიტერიუმი შეფასება

პროდუქციის ხარისხი და შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან

20%

ფასი (ერთეულის ფასი თითო პოზიციაზე)

60%

მუდმივი საწყობის (Stock availability) მოცულობა და მიწოდების ვადები

20%


8
. მარაგის ხელმისაწვდომობა:

მონაწილე კომპანიამ მიმაგრებული ფასების ცხრილი N1-ის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ყველა პოზიციაზე. 

  • მუდმივი მინიმალური საწყობის საერთო მიახლოებით მოცულობა (კაბელები, ავტომატები, ფურნიტურა), (ფასების ცხრილი N1)
  • მარაგის შევსების საშუალო ვადა  თითოეული პროდუქტის კატეგორიაზე, (ბანკის მოთხოვნიდან რა ვადაში შეეძლება შესაბამისი რაოდენობის შევსება) (სასურველი ფორმატით)
  • საწყობის მდებარეობას და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. მოცემული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შეფასების მიზნებისთვის.

9. ფასების ცხრილის ფორმატი

მომწოდებლები უნდა შეავსონ მიმაგრებული Excel ფაილი: ფასებიც ცხრილი, დანართი N1,  რომელიც შეიცავს სამ ტაბს:

  • Sheet 1: Lot 1 – კაბელები
  • Sheet 2: Lot 2 – ავტომატები
  • Sheet 3: Lot 3 – ელექტრო ფურნიტურა

10. შეთავაზების წარდგენის წესი:

შეთავაზება უნდა შედგებოდეს ორ ნაწილად:

  • ტექნიკური ნაწილი (datasheet-ები, სერტიფიკატები, ბრენდების აღწერა);
  • ფინანსური ნაწილი (შევსებული Excel ფაილი).

11. ფასების ფიქსაცია და კვარტლური გადახედვის მექანიზმი:

1. ფასების ფიქსაცია

1.1. მომწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი ერთეულის ფასები შეინარჩუნოს კონტრაქტის ხელმოწერიდან მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
1.2. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაუშვებელია, გარდა ქვემოთ მოცემული ფასების კვარტლური გადახედვის მექანიზმით  რეგულირებული გამონაკლისებისა.

2. ფასების კვარტლური გადახედვის მექანიზმი (გამონაკლისი)

ფასების კორექტირება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების ერთობლივი დაკმაყოფილების შემთხვევაში:

2.1.საბაზრო ნედლეულის ინდექსების ცვლილება:

მიმდინარე კვარტალსა და წინა კვარტალს შორის ოფიციალური საერთაშორისო ინდექსების (მაგ:

  • LME Copper Index,
  • PVC/PE Polymer Global Index, PPI- ელექტრომოწყობილობები (CPA 27) საქტატი
  • სხვა საერთაშორისოდ აღიარებული საბზრო საქონლის ინდექსი (commodity index)
    ცვლილება უნდა იყოს ±5%-ზე მეტი.

2.2.დოკუმენტური დასაბუთება:

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური წყაროს ამონაწერი/სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს ინდექსის ცვლილებას.

2.3.ფასის ცვლილების ზღვარი: კორექტირების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს კვარტლურად

2.4.წინასწარიშეთანხმება:
ნებისმიერი კორექტირება ძალაში შევა მხოლოდ ბანკის წერილობითი წინასწარი თანხმობის შემდეგ, რომელიც უნდა გაიცეს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში.

2.5.უკვე დადასტურებულ შეკვეთებზე არ ვრცელდება ფასის კორექტირება იგი მოქმედებს მხოლოდ მომავალ პარტიებზე.

4. ფასების შემცირების მექანიზმი

4.1. სამართლიან პრინციპებზე გათვლილი თანამშრომლობასთის, იმ შემთხვევაში, თუ ინდექსის ცვლილება ფასების კლების მიმართულებით გადააჭარბებს -5% ზღვარს, მომწოდებელი ვალდებულია შეამციროს ფასები ანალოგიური პრინციპით. 

5. ფიქსირებული ფასების შენარჩუნების პრიორიტეტი

5.1. ბანკი ანიჭებს უპირატესობას შეთავაზებებს, რომლებშიც მიმწოდებელი მზადაა უზრუნველყოს მთელი 12 თვის ფიქსირებული ფასები კორექტირების მექანიზმის გამოყენების გარეშეც, გარდა უკიდურესი საბაზრო მერყეობისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 19 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ბექა მუმლაძე
ტელ: 551462003
b.mumladze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
შეკითხვები