12 დეკემბერი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT29000 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის საბადოსსანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენაზე 2026 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით
- გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია აიდიეს ბორჯომი აცხადებს ტენდერს „ბორჯომის მინერალური წყლის საბადოსსანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენაზე 2026 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით''.
ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს სანიტარიულ დაცვის ზონის პროექტი შედგენილი უნდაიყოს 2026 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით..
ტექნიკური დავალება იხ. მიმაგრებულ ფაილში.
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები:
პროექტი შედგენილი უნდა იყოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასდაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისადა დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №161 დადგენილებისა (26.03.2019 წ.) და „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვისზონების შესახებ“ (20.03.1998 წ.) შესაბამისად;
სამუშაო ითვალისწინებს პროექტის მომზადებასა და წარდგენას დამკვეთისადმი და მისიშეთანხმების პროცესის თანხლებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში;
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური წყლის საბადოების სანიტარულიზონების პროექტების შედგენისა და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი შეთანხმებისგამოცდილება.
სამუშაოს შესრულებისა და ჩაბარების ვადაა 3 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 12 დეკემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
- ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- დავალების შესრულების ვადა
- ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები