ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29001 - ტენდერი ბორჯომის მინერალური წყლის საექსპლუატაციო მარაგების გადაფასების ანგარიშის მომზადებაზე 2027 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით

  • გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აიდიეს ბორჯომი აცხადებს ტენდერს:

ბორჯომის მინერალური წყლის საექსპლუატაციო მარაგების გადაფასების ანგარიშის მომზადებაზე 2027 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით

სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს მიწისქვეშა წყლის საექსპლუატაციო მარაგების შეფასება საბადოზე ჩატარებული ინტენსიური კვლევებისა და ბურღვითი სამუშაოების გათვალისწინებით.

მომზადებული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდგომ ინფორმაციას:

  • შესავალი;
  • ზოგადი ცნობები საკვლევი რაიონისა და საბადოს შესახებ;
    - გეოგრაფიული და ადმინისტრაციული მდებარეობა;
    - რელიეფი, ჰიდროგრაფია და კლიმატი;
    - საკვლევი რაიონის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური შესწავლის ისტორია;
  • ბორჯომის მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოს რაიონის გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური პირობები:
    - გეოლოგიური აგებულება (სტრატიგრაფია და ლითოლოგია);
    - ტექტონიკა და გეოლოგიური განვითარების ისტორია;
    - ჰიდროგეოლოგიური პირობები;
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს აღწერა;
    - საბადოს გეოლოგიური აგებულება;
    - საბადოს ჰიდროგეოლოგიური პირობები;
  • ბორჯომის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების გამოთვლის ისტორია, მეთოდიკა და შედეგები;
  • ბორჯომის საბადოზე არსებული საექსპლუატაციო და რეაბილიტირებული /გაყვანილი ჭაბურღილების აღწერა;
  • ბორჯომის საბადოს მიწისქვეშა წყლის მონიტორინგი და მონაცემთა ბაზა;
  • ბორჯომის მინერალური წყლის ხარისხი;
  • ბორჯომის მინერალური წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგები;
  • ბორჯომის მინერალური წყლის იზოტოპურ-ჰიდროქიმიური ანალიზების შედეგები;
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე ბურღვის შედეგად მიღებული მასალისა და კერნის აღწერა;
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ჰიდროგეოლოგიური მოდელის დაზუსტება ბოლო პერიოდში მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით;
  • ბორჯომის მინერალური წყლის საექსპლუატაციო მარაგების გადაფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდიკა;
  • ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების შეფასების შედეგები და მათი კატეგორიზაცია;
  • დასკვნები და რეკომენდაციები
  •  გამოყენებული ლიტერატურა და საფონდო მასალები. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2025 წლის 12 დეკემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: ggogiberidze@borjomi.com და lgvazava@borjomi.com  

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
შეკითხვები