ჩაბარების ვადა:

10 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29014 - ტენდერი ესკიზის შერჩევაზე

  • გამომცხადებელი: დელუქს ფროფერთი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

დელუქს ფროფერთი აცხადებს ტენდერს  საესკიზო ნამუშევრის შერჩევაზე.

პროექტის ძირითადი მიზნები:

  • გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ სივრცე, რომელიც თბილისის მომავალ ურბანულ ხასიათს განსაზღვრავს.
  • ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საკონკურსო ტერიტორია არის ადგილი, სადაც ქალაქის ყოველდღიური ენერგია, ადამიანები და ურბანული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმიან.
  • თქვენი იდეა შეიძლება გახდეს სივრცე, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, უქმნის მათ შთაგონებას, აძლევს დასვენების, სამუშაო და შემოქმედებითი აქტივობის ახალ შესაძლებლობებს — სივრცე, რომელშიც ყველა თაობა იპოვის თავის ადგილს.
  • კონკურსი აძლევს შესაძლებლობას არამხოლოდ გამოცდილ, არამედ დამწყებ არქიტექტორებს ან უბრალოდ ენთუზიასტებს შექმნან ინოვაციური, ფუნციურად გამართული და ემოციურად მიმზიდველი კონცეფცია, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ურბანულ ლოკაციას გააჩენს.
  • კონკურსი აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ მსურველს, შექმნას ქალაქის ცენტრში სივრცე, რომელიც მის ისტორიაში ორგანულად ჩაიწერება, გააერთიანებს თაობებს და მისცემს ავტორს შესაძლებლობას იამაყოს შექმნილი კონცეფციით.

ესკიზის შექმნისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს პროექტის მიზნები: 

  • ადგილის მნიშვნელობისა და პოტენციალის წარმოჩენა;
  • გამორჩეული საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, რომელიც იქცევა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისეულ ელემენტად;
  • მიმდებარე განაშენიანებას მორგებული, მოქნილი კომპლექსის შექმნა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს კომერციულ, საოფისე, სასტუმრო და საცხოვრებელ ფუნქციებს;
  • საზოგადოებრივი სივრცეების გაერთიანება და თავმოყრა, რომელიც მოემსახურება სემინარებს, ვორკშოფებს, გამოფენებს, ფესტივალებს და სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებს;

კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 3000 ( სამიათასი) ლარის ოდენობით

საკონკურსო ტერიტორია: 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამირზე (ს/კ  01.14.11.003.020 - ფართობით 6887 კვ.მ.);

2017 წლიდან საკონკურსო ტერიტორია შპს „დელუქს ფროფერთი“-ს საკუთრებაა. კომპანიის მიზანია საკონკურსო ტერიტორია განვითარდეს გონივრულად და გააერთიანოს სხვადასხვა მიმართულების ორგანიზებული საზოგადოებრივი, სავაჭრო, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები;

კონურსი: 

კონკურსი ერთეტაპიანია და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა/კომპლექსის ესკიზური ვიზუალიზაციები ყველა რაკურსიდან (სასურველია მცირე ზომის ვიდეოც), ტიპიური სართულის გადაწყვეტის ესკიზური გეგმა; 

მრავალფუნქციური შენობა/კომპლექსის ფუნქციური დანიშნულებების საორიენტაციო გადანაწილებისა და შენობის განთავსების არეალის სანახავად იხილეთ გრაფიკული სქემა (დანართი 1);

ბლოკი 1

სართულიანობა: 25 სართული;

ფუნქციური დანიშნულება: კომერციული, საოფისე, სასტუმრო, საცხოვრებელი;

ბლოკი 2

სართულიანობა: 4 სართული;

ფუნქციური დანიშნულება: კომერციული, კაფე-ბარები და რესტორნები ა.შ. 

ბლოკი 1 და ბლოკი 2 შესაძლებელია უკავშირდებოდნენ ერთმანეთს პირველი 4 სართულის გასწვრივ; ნაკვეთზე სამანქანო შემოსვლა ხდება როგორც ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან, ასევე ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან; ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან ნაკვეთის მომიჯნავე მრავალსართულიან შენობასა და საპროექტო 4 სართულიან შენობას შორის დაცულ იქნას საფეხმავლო (განიერი) ბუფერი, სადაც შესაძლებელი იქნება ღია კაფეების, რეკრეაციისა და გარე თავშეყრის წერტილების მოწყობა;

საავტორო უფლებები:

კონკურში მონაწილეობით, მონაწილე კონკურსში გათვალისწინებული ღირებულების სანაცვლოდ, უვადოდ გადასცემს კონკურსის ორგანიზატორს უფლებას, გამოიყენოს კონკურსისთვის წარმოდგენილი პროექტის ესკიზური მასალა (რენდერები, დიაგრამები, ნახაზები, სქემები და სხვა გრაფიკული მასალები) სარეკლამო, საგამოფენო, პუბლიკაციებისა და პრეზენტაციის მიზნით, მათ შორის ციფრულ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ადასტურებს და ეთანხმება, რომკონკურსის ორგანიზატორს გადასცემს უფლებას დააკორექტიროს, გააუმჯობესოს და შეცვალოს საკონკურსო ესკიზური პროექტი შემდგომში სანებართვო/სამშენებლოდ გადამუშავებისას. გამომდინარე ზემოთქმულიდან წარმოდგენილ ესკიზურ პროექტზე საავტორო უფლებები ენიჭება კონკურსის ორგანიზატორს.

მონაწილეობის მიღების ბოლო ვადა: 10.01.2026
წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: datoavaliani7@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
datoavaliani7@gmail.com
597 080 411

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები