ჩაბარების ვადა:

2 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29099 - ტენდერი გასაქირავებელი საოფისე ფართის მოძიებაზე

  • გამომცხადებელი: Peace Corps
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ამერიკის მშვიდობის კორპუსი ეძებს საოფისე შენობას დასაქირავებლად, რომელიც დააკმაყოფილებსქვემოთ მოცემულ მინიმალურ კრიტერიუმებს. დაინტერესებულმა შენობის მეპატრონეებმა და ბროკერებმა გამოაგზავნეთ თქვენი შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  GE-DMO@peacecorps.gov. შეტყობინებების მიღების ბოლო ვადაა 2 იანვარი, 2026. 

  • ადგილ მდებარეობა. ვაკე - საბურთალოს მიმდებარედ, თბილისი, საქართველო. ტრანსპორტი : არაუმეტეს 30 წუთის ფეხით სავალი მანძილი საზოგადოებრივ სატრანსპორტო გაჩერებამდე. არაუმეტეს 20 წუთის ფეხით სავალი მანძილი ბანკი/აფთიაქამდე. არაუმეტეს 15 წუთის ფეხით სავალი მანძილი საკვებ ობიექტებამდე.
  • მოცულობა და სივრცის განლაგება. მინიმუმ 1200 კვ.მ. გამოყენებადი საოფისე სივრცე, რომლის ინტერიერიც საჭიროების შემთხვევაში გადაკეთდება მშვიდობის კორპუსის მოთხოვნებისამებრ (25 ოფისი, 10 სველი წერტილი, 3 საკონფერენციო (50 და  ორი 25 ადამიანის ტევადობით), 2 სამზარეულო (ერთი ნახევარ სამზარეულო), სამედიცინო სივრცე და ლაბორატორია. ყოველ სართულს უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი და გასასვლელი. სახანძრო კიბის არსებობამ შეიძლება დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
  • შენობის შესაბამისობა. ცალკე მდგომი შენობა 2.75 მეტრი პერიმეტრის კედლით ირგვლივ. შენობას უნდა ჰქონდეს დაცვის ჯიხური სადაც მოთავსდება 2 დაცვის თანამშრომელი. უნდა იძლეოდეს გადაკეთების შესაძლებლობას უსაფრთხოების ზომების მოთხოვნებისდა მიხედვით: შენობა მინიმუმ 6 მეტრით უნდა იყოს დაცილებული ქუჩიდან და პერიმეტრის გალავნიდან. დაცული ფანჯრები. გენერატორის ოთახი ან სათავსო. წყლის რეზერვი.
  • პარკინგი. კერძო პარკინგი მინიმუმ 12 მანქანისთვის. შენობიდან ქუჩაში ცალკე გასასვლელი და შემოსასვლელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
DAdamia@peacecorps.gov

 

ტენდერის კატეგორია:

  • 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე

დოკუმენტაცია

შეკითხვები