ჩაბარების ვადა:

24 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29106 - აუქციონი სადემონტაჟო მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ექსპრეს ტექნოლოჯიზ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 72'000.00 ‎₾
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 18 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ექსპრეს ტექნოლოჯიზ ს/კ 204542003 აცხადებს ელექტრონულ  აუქციონს სადემონტაჟო მომსახურების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით.

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

მოთხოვნა:

# სამუშაოს დასახელება განზ-ბა რაოდ.
1 ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106-ში არსებული შენობის ფასადზე ხარაჩოების და სამშენებლო საფასადე ბადის მოწყობა თვე 9 ან მეტი
2 ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106-ში არსებული შენობის ფასადის და შიდა სადემონტაჟო სამუშაოები და ნაგვის გატანა ს/კ - 01.13.02.004.035.01.018  ს/კ - 01.13.02.004.035.01.019  ს/კ - 01.13.02.004.035.01.012  ს/კ - 01.13.02.004.035.01.011 ცალი 1


შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი:

1.    ფასადზე ხარაჩოები მოწყობა, სამშენებლო საფასადე ბადით.

გარე და შიდა სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების წინ მოეწყოს ფასადის ხარაჩოები, სამშენებლო საფასადე ბადით, (შემდგომი მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის) რომელიც განკუთვნილია შენობებისა და სამშენებლო ობიექტების შესაფუთად - ეფექტური დაცავისთვის მტვრისგან, კენჭებისგან, სამშენებლო ნარჩენებისგან. 

  • 1-7 ღერძამდე სიგრძე 36 მეტრი
  • A – C ღერძებში (გამწვანების ჩათვლით) 20,50 მეტრი
  • 7-2 ღერძამდე სიგრძე (არსებული საგენერატოროს ჩათვლით) 31 მეტრი
  • სიმაღლე 10 მეტრი

 ორმაგი მოაჯირით ჩარჩოვანი ხარაჩოები, სწრაფი ხარაჩოების სისტემა სამი

 სტანდარტული კომპონენტით - Double Railing

პროდუქტების მახასიათებლები იხილეთ:  https://shorturl.at/5U7i8

2. ფასადზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალის და ფანჯრების დემონტაჟი, გაწმენდითი სამუშაოები:

  • ქვით მოპირკეთებული სადემონტაჟო ფასადი, კედლებით 288 მ2
  • შელესილი ბეტონის სვეტები (კონსტრუქცია) გაიწმინდოს, ბეტონის კონსტრუქციულ ზედაპირამდე.
  • სადემონტაჟო კარფანჯრების ფართი 294 მ2 

3. ინტერიერი, სადემონტაჟო სამუშაოები: 

  • 1 სართული 668 2 - დანართში მოცემულია სადემონტაჟო სქემა, რაც მთლიანობაში მოიცავს: პირველი სართულის იატაკს, მოჭიმვას (არსებულ კონსტრუქციულ ფილამდე), კიბის უჯრედს, პანდუსს, შიდა ტიხრებს, ფასადის კედლებს 7-2 / A – C ღერძებში, შეკიდულ ჭერებს და სვეტების გაწმენდას კონსტრუქციულ ზედაპირამდე. 
  • 2 სართული 673 2 - დანართში მოცემულია სადემონტაჟო სქემა, რაც მთლიანობაში მოიცავს: იატაკას, მოჭიმვას (არსებულ კონსტრუქციულ ფილამდე) შიდა ტიხრებს, ფასადის კედლებს 7-2 / A – C ღერძებში, შეკიდულ ჭერებს და სვეტების გაწმენდას კონსტრუქციულ ზედაპირამდე. 
  • 3 სართული, გადახურვა და მასზე არსებული ტექნიკური სათავსო 739 2 - გადახურვის დემონტაჟი მასზე არსებული ტექნიკური ნაგებობით ასევე 1-7 / A – C / 7-2 ღერძებზე არსებული პარაპეტი.

4. 2 სართულზე და არსებულ გადახურვაზე, 2-3 / A-B ღერძებში მოხდეს იატაკზე არსებული სინკარის ტიპის გადახურვის ფილების დემონტაჟი - აუცილებელია სადემონტაჟო სამუშაოს შეთანხმება პროექტის კონსტრუქტორთან.

5. ნაგვის გატანა, არსებული გამწვანების და ნარგავების მოწესრიგება - სუსტი დენების, წყალმომარაგების, კანალიზაციის სარემონტო სამუშაოებისთვის დალუქვა - დროებითი ონკანის დამონტაჟება.

6. სახურავზე არსებული ქსელების, სუსტი დენების დალუქვა მოხდეს სპეციალისტის მიერ (ელექტიკოსი - ქსელების IT სპეციალისთან შეთანხმებით) დამკვეთან და მეპატრონესთან შეთანხმებნით.

7. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით. აუცილებელია შესაბამისი დაზღვევის ქონა მუშახელისა და მესამე პირების მიმართ.

8. ზედამხედველობა სადემონტაჟო სამუშაოების მოხდება პროექტის ავტორის და დამკვეთის მიერ რაც აისახება საბოლოოდ მიღაბა-ჩაბარების აქტში.

9. შესრულების ვადა განისაზღვროს 60 დღით. 

10. კომპანიის საკუთრებაში არსებული ინვენტარის დემონტაჟი და დასაწყობება დამკვეთის ფართში

  • კონდიციონერის და გარე ბლოკის ფრეონისგან დაცლა და დასაწყობება
  • გათბობის გვაბის დემონტაჟი და დასაწყობება
  • შემოსასვლელი კარის დემონტაჟი და დასაწყობება
  • შემოსასვლელში არსებული შუშის ტიხარის დემონტაჟი და დასაწყობება

დასაწყობების მისამართი - .თბილისი, ჩაჩავას . # 2-4-6-8-10

სადემონტაჟო სამუშაოები და სხვა დეტალები დემონტაჟთან დაკავშირებით, შეთანხმდეს პროექტის არქიტექტორთან. 

სადემონტაჟო გეგმარება, ფოტომასალით იხილეთ დანართში PDF სახით.

ანაზღაურება - სადემონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში.

ხარაჩოების და ბადის იჯარა ყოველთვიურად.

სატენდერო პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
  • დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 24 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 72 000
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 24 დეკემბერს, 18:00 საათზე.  

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დოკუმენტაცია

დანართი-1-2 დანართი-1-2
დანართი-2 დანართი-2
დანართი-3 დანართი-3
სადემონტაჟო-სამუშაოები-1-სართულის-გეგმარება სადემონტაჟო-სამუშაოები-1-სართულის-გეგმარება
სადემონტაჟო-სამუშაოები-2-სართულის-გეგმარება სადემონტაჟო-სამუშაოები-2-სართულის-გეგმარება
სადემონტაჟო-სამუშაოები-გადახურვა-3-სართულის-გეგმარება სადემონტაჟო-სამუშაოები-გადახურვა-3-სართულის-გეგმარება
სადემონტაჟო-სამუშაოები-ფასადი-პარკინგის-მხრიდან სადემონტაჟო-სამუშაოები-ფასადი-პარკინგის-მხრიდან
სადემონტაჟო-სამუშაოები-ფასადი სადემონტაჟო-სამუშაოები-ფასადი
ტენდერი-სადემონტაჟე-მომსახურების-შესყიდვაზე ტენდერი-სადემონტაჟე-მომსახურების-შესყიდვაზე
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ამოცხადებული აუქციონის საწყისი/მაქსიმალური ფასი 72 000 ლარი არ შეესაბამება იმ სადემონტაჟო სამუშაოების რეალურ მოცულობას, რაზეც თავდაპირველად ტენდერი იყო გამოცხადებული. სამუშაო მოიცავს I, II და III სართულების, გადახურვისა და ტექნიკური სათავსოების დემონტაჟს (ჯამურად 2000+ მ²), ასევე მრავალ ვიტრაჟს, ორმაგ ჭერებს და მაღალ რისკიან სამუშაოებს, დამატებით — ინვენტარული ხარაჩოს მონტაჟსა და 9-თვიან ექსპლუატაციას. ამ მოცულობისა და სირთულის სამუშაოების შესრულება აღნიშნულ ფასში ტექნიკურად და ეკონომიკურად არარეალურია. იბადება კითხვა — ფასი განსაზღვრულია რეალური ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, თუ აუქციონი გამოცხადებულია მხოლოდ ფორმალურად? გთხოვთ წარმოადგინოთ საწყისი ფასის დასაბუთება და დეტალური ხარჯთაღრიცხვა.