15 იანვარი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29180 - ტენდერი აუდიტის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს მისო ინტელექსპრესი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 დეკემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 იანვარი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს მისო „ინტელექსპრესი“ შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსყიდველი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს აუდიტის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში მოხსენიებულიროგორც „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად.
1. შესყიდვის ობიექტის აღწერა , შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
შესყიდვის ობიეექტის აღწერა, ტექნიკური მახასიათებლები და დეტალური მოთხოვნა, იხილეთ დანართში N1.
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს აუდიტორულ კომპანიას, რომელიც:
- რეგისტრირებულია აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეესტრში;
- ფლობს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტის ჩატარების უფლებას;
- აკმაყოფილებს დამოუკიდებლობისა და ეთიკის მოთხოვნებს;
- გააჩნია შესაბამისი გამოცდილება ფინანსური სექტორის (მისო, ბანკები) აუდიტში;
- ფინანსური აუდიტის გუნდში ჩართავს მინიმუმ ერთ აუდიტორს, რომელიც არის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი(ACCA) და აქვს ფინანსური ინსტიტუტების აუდიტის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
- დასაქმებული უნდა ჰყავდეს არანაკლებ ორი აუდიტორი - გარიგების პარტნიორი
- აუდიტორული მომსახურების სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 თანამშრომელს
- პრეტედენტი უნდა წარმოადგენდეს საერთაშორისო აუდიტორული ფირმების გლობალური ქსელის წევრს და უნდა შედიოდეს სდპ აუდიტორთა ათეულში
- არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში დამკვეთთან.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და გამოცდილება;
- რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სდპ-ის აუდიტის უფლების მტკიცებულება;
- სათაო ოფისის მიერ გაცემული წერილი/დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ვებ გვერდის ან სხვა ინტერნეტ წყაროსი, რითაც დასტურდება რომ კომპანია არის საერთაშორისო აუდიტრული ფირმების გლობალური ქსელის წევრი
- პასუხისმგებელი აუდიტორისა და გუნდის CV-ები;
- დამოუკიდებლობის დადასტურება;
- კომერციული წინადადება (ღირებულება ლარში დღგ-ს ჩათვლით);
- აუდიტის ჩატარების გეგმა/მეთოდოლოგია.(სამუშაო გრაფიკი და ვადები)
4. წინადადებების შეფასების კრიტერიუმები
წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- აუდიტორული ფირმის გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია;
- აუდიტის მეთოდოლოგია და სამუშაო გეგმა;
- შემოთავაზებული გუნდის კომპეტენცია;
- ფასის გონივრულობა;
- შესაბამისობა მარეგულირებელ მოთხოვნებთან.
5. ტენდერის ჩატარების პირობები და დამკვეთის უფლებები
- დამკვეთი მოქმედებს გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების სრული დაცვით და ამავდროულად იტოვებს უფლებას:
- არ აირჩიოს არცერთი პრეტენდენტი, თუ წარმოდგენილი წინადადებები არ დააკმაყოფილებს ტენდერისმოთხოვნებს ან კომპანიის ინტერესებს;
- შეწყვიტოს ან გააუქმოს ტენდერის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე, კომპანიის შიდა პოლიტიკის, მარეგულირებელი მოთხოვნების ან ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით;
- უარი თქვას ხელშეკრულების გაფორმებაზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებამდე გამოვლინდება გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს კომპანიის ინტერესებზე ან მარეგულირებელ შესაბამისობაზე.
- აღნიშნული უფლებების გამოყენება არ წარმოშობს პრეტენდენტების მიმართ კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
6. კონფიდენციალურობა
ტენდერის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია განიხილება კონფიდენციალურად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ტენდერის მიზნებისათვის.
ტენდერის ვადა განისაზღვრება 15.01.2026 18:00 საათამდე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირია: გვანცა ნოზაძე
ტელ: +995 32 3 49 25 25
მობ: +995 551 30 14 41
ელ-ფოსტა:g.nozadze@intelexpress.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები