20 იანვარი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29212 - ტენდერი PCR ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის/სამედიცინო ტექნიკის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 იანვარი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს PCR ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის/სამედიცინო ტექნიკის შესყდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- საქონლის მიწოდებისა და ინსტალაციის ღირებულება (მათ შორის კალიბრაცია და პროგრამული უზრუნველყოდა (საჭიროების შემთხვევაში)
- კომპანიის მიმოხილვა
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორამცია საგარანტიო ვადების შესახებ.
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 3 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთიორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია) არსებობის შეთხვევაში, მათ შორის შემოთავაზებული დანადგარის იდენტური მოდელის სხვა დაწესებულებაში რეალიზაციისა და ინსტალაციის შესახებ.
- პროდუქციის სერტიფიკატები, პასპორტი და ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს PCR ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის/საედიცინო ტექნიკის მიწოდება, ინსტალაცია, კალიბრაცია, პროგრამირება, ტესტირება და პერსონალის დატრენინგება.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედებისმანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
შენიშვნა:
- საქონლის/მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
PCR ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის/საედიცინო ტექნიკის ზოგადი მახასიათებლები იხილეთ ექსელის ფალში.
კომენტარი:
- ცხრილში მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები არის საბაზისო, შესაძლებელია განახლებული თაობების და შესაბამისი პარამეტრების მქონე აპარატების შემოთავაზება.
- აუცილებელი პირობა არ არის "სავარუდო მოდელის" ველში ასახული მოდელის შემოთავაზება, უბრალოდ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ორიენტირი აიღოთ პარამეტრებზე, თუმცა იდენტური პროდუქციის შემოთავაზებაც შესაძლებელია.
- იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე სახის რეკომენდაცია, რაც ფიქრობთ რომ ჩვენს ინტერესებდს არ დააზარალებს და ამავდროულად უკეთეს მოცემულობას შექმნის, მზად ვართ მისი გაზიარებისთვის.
- შესაძლებელია შემოგვთავაზოთ მოთხოვნილი პროდუქციის ნაწილი ან ყველა ერთეული.
- იმ შემთხვევაში თუ საჭიროა აპარატის კალიბრაცია ან მისი პროგრამული უზრუნველყოფა, კომენატარის სახით დაურთეთ თან შედის თუ არა ის ფასში და თუ არ შედის რა არის ამ მომსახურების ღირებულება
- გთხოვთ, შეავსოთ ცხრილში არსებული ყველა ველი.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი:555 562 324) წინასწარდაათვალიეროს ლაბორატორიის ფართი და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები (კარის ღიობების ზომები, ტექნიკური მოთხოვნები და ა.შ.);
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის თითოეული დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვაშემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 599 46 41 30
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები