ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29213 - ფასთა გამოკითხვა საწარმოო-სასაწყობე შენობის პროექტირება-მშენებლობაზე

  • გამომცხადებელი: აქვა გეო
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "აქვა გეო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას 8064,0 კვ.მ. ფართობის საწარმოო-სასაწყობე შენობის პროექტირება-შეთანხმება-მშენებლობაზე, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • წინასაპროექტო სამუშაოები - ტერიტორიის (დაახლოებით 30 ათასი კვ.მ.) ტოპოგადაღება, გეოლოგიური კვლევა, დაკვალვა, დენდროლოგია, მიწის ნაკვეთის საშენებლოდ გამოყენების პირობები;
  • საპროექტო სამუშაოები - არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ორგანიზების პროექტი, ენერგო ეფექტურობის პროექტი;
  • პროექტის შეთანხმება;
  • წინასამშენებლო სამუშაოები - ტერიტორიის ფუნქციონალური განაწილება, სამშენებლო მიედნის მომზადება, პერსონალის დროებითი სამუშაო-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა (შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით);
  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ტექნიკური დავალების და შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • ინფორმაცია ბალანსზე არსებული სამშენებლო-სამონტაჟო ტექნიკის, ხელსაწყოების, აქსესუარების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე - tjoglidze@aquageo.ge
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 იანვარი, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ემზარ ნოზაძე
ელ-ფოსტა: e.nozadze@aquageo.ge
ტელ: +995 599551017

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები