15 იანვარი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29218 - ტენდერი სალომბარდე სახარჯი მასალის შესყიდვზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 იანვარი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 იანვარი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სალომბარდე სახარჯი მასალის შესყიდვზე (ოქროსა და ვერცხლის სასინჯი რეაქტივები, ოქროს სასინჯი ქვა, ხის სადგარი, მინის ჭურჭელი, ლუპა 10X)
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ჭირნახულის #9
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
- პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- პროდუქციის შერჩევა მოხდება ფასის, ხარისხის და მოწოდების ვადების მიხედვით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება;
- მოწოდებული ხსნარები უნდა იყო დალუქულ ამპულებში.
განფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- სატენდერო წინადადებაში ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და გადასახდელების ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კვაჭაძე
Mkvatchadze@bog.ge
555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 38300000 საზომი ხელსაწყოები
- 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები