ჩაბარების ვადა:
26 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2925 - ტენდერი სხვადასხვა ზომის კარიერის საბურავების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ზომის კარიერის საბურავების შესყიდვაზე 19/09-SAQ-P/TI-17
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- კარიერის საბურავი 12,00 რ20 – 50 ცალი;
- კარიერის საბურავი 315/80 რ22,5 – 20 ცალი;
მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13
დამკვეთი უფლებამოსილია თითოეული პოზიცია შეისყიდოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- პრეტენდენტი უფლებამოსილია თითოეულ პოზიციაზე წარმოადგინოს რამოდენიმე ვარიანტი;
- პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადება წარმოადგინოს მხოლოდ ერთ პოზიციაზე; - შემოთავაზებული საბურავების აღწერა მწარმოებელი ქვეყნის მითითებით;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 26 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის