21 იანვარი 2026, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T29303 - ინტერესთა გამოხატვა ხელშეკრულებების მართვის (Contracting) მოდულის დანერგვისთვის
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 იანვარი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 იანვარი 2026 დრო 18:00
ინტერესთა გამოხატვის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ინტერესთა გამოხატვას ხელშეკრულებების მართვის (Contracting) მოდულის დანერგვისთვის.
ინსტრუქცია ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობისთვის:
ინტერესთა გამოხატვის კლევა ხორციელდება იმ კომპანიების მოძიების მიზნით ვისაც შესაძლოა ჰქონდეთ ინტერესი ამ პროექტში მონაწილეობაზე. კლვევა გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში, მიღებული აპლიკაციებიდან შეირჩევა ბანკისთვის მისაღები გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე კომპანიები, რომლებთანაც დამატებით მოხდება დეტალური ინფორმაციის გაზიარება პლატფორმასთან დაკავშირებით.
პროექტი მიზნად ისახავს ხელშეკრულებების მართვის (Contracting) მოდულის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებების სრული ციკლის მართვას - ინიცირებიდან დასრულებამდე, ავტომატიზებული პროცესებით, შეტყობინებებითა და ანგარიშგების სისტემით.
ფუნქციონალური მოთხოვნები:
ხელშეკრულებების მართვა:
- ხელშეკრულებების ინიცირების, რეგისტრაციის და მართვის შესაძლებლობა
- ხელშეკრულების ტიპების მართვა (გენერალური, ერთჯერადი, NDA, დამოუკიდებელი მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა)
- ხელშეკრულებების დაჯგუფების შესაძლებლობა ვენდორების მიხედვით
- ფაილების ორგანიზება ფოლდერებში ვენდორების ჭრილში
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი რაოდენობის/მოცულობის ლიმიტის კონტროლი, PO-ებისა და გადახდების მიხედვით.
გადახდების მართვა:
- რეგულარული გადახდების ავტომატური პროცესი
- არარეგულარული გადახდების მართვა დოკუმენტის მიბმით
- ვალუტის არჩევის შესაძლებლობა (ეროვნული, უცხოური)
- სხვადასხვა კურსით გადახდების მართვა (ეროვნული ბანკის, კომერციული, ფიქსირებული)
ავანსების მართვა:
- სრული ავანსის გადახდისა და დაფარვის მექანიზმი
- ნაწილობრივი ავანსების მართვა გრაფიკის მიხედვით
- ავანსების დაფარვის დოკუმენტების მიბმა
შეტყობინებების სისტემა:
- ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე შეტყობინების გაგზავნა სხვადასხვა პერიოდულობით
- გადახდის ვადების მოახლოების შეტყობინებები (48 საათით ადრე)
- პირობების ცვლილებების შეტყობინებები
საძიებო სისტემა:
- ძიება საიდენტიფიკაციო კოდით, ვენდორის სახელით, კოდით
- კატეგორიის/ქვეკატეგორიის მიხედვით ძიება
- ხელშეკრულების ტიპის, ქოსთ ცენტრის, ნომრის მიხედვით ძიება
- დროის პერიოდისა და პასუხისმგებელი პირის მიხედვით ძიება
- აქტიური/პასიური ხელშეკრულებების გამოყოფა
- რეპორტინგისა და ანალიტიკის ფუნქციონალი
ტექნიკური მოთხოვნები:
- ინტეგრაციის შესაძლებლობა Exact Globe-თან (ბანკის მთავარი ERP სისტემა)
- ინტეგრაცია Java-ზე დაწერილ კატალოგის მოდულთან (PO-ების კავშირი)
- მრავალდონიანი წვდომის უფლებები
- მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტები
- მოქნილი კონფიგურაციის შესაძლებლობა
- მრავალენოვანი მხარდაჭერა
საორიენტაციო ტექნოლოგიური მოთხოვნები:
- ადაპტირებადობა ბანკის არსებულ ინფრასტრუქტურასთან
- Web ინტერფეისი თანამედროვე UX/UI სტანდარტებით
- რესპონსიული დიზაინი
- შესაბამისობა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებთან
- Responsive Design
კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავსი პროექტების დანერგვაში სხვადასხვა ორგანიზაციებში
- პროექტში ჩართული გუნდის წევრების ჯამური გამოცდილება არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები
- წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 2 წარმატებით განხორციელებული მსგავსი პროექტის რეფერენსი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განხორციელებული პროექტების პორტფოლიო
- სარეკომენდაციო წერილები, შემოთავაზებული მოდულის მომხმარებლებისგან
- კომპანიის გამოცდილება საბანკო/ფინანსური სექტორის პროექტებში
- პროექტის ღირებულების შეფასება
- კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს სატესტო ვერსია ან ჩაატაროს სისტემის დემონსტრაცია მოთხოვნიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში
დამატებითი ინფორმაცია:
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით
- მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება ღირებულების და მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენსსაუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციისმიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლადშეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ინფორმაცია ელექტრონულ ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ბაზრის კვლევის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- ბაზრის კვლევის წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 იანვარი, 18:00 საათი
- ვაჭრობის ტიპი: ბაზრის კვლევა
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ელექტრონულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ინტერესის გამოხატვის მსვლელობის დროს ტექნიკურ და პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ანი სტეფნაძე
[email protected]
ტელ: +995 579 243475
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები