ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T29305 - ტენდერი სამედიცინო უნიფორმის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ევექსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 15 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, დაემატა - დანართი 2.

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს სამედიცინო უნიფორმის შესყიდვაზე წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს. 

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 29 იანვრამდე 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება: 14 იანვარი 2026
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 29 იანვარი 2026
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 10 თებერვალი 2026
  • ხელშეკრულების გაფორმება: 16 თებერვალი 2026

I. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

II. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

III. ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

IV. შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

V. ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან. 

VI. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.

 VII. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან. 

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები 

  • ბრენდირებული ექიმის ხალათი - საორიენტაციო რაოდენობა 1400ც
  • ბრენდირებული ექთნის ფორმა - საორიენტაციო რაოდენობა 300ც
  • ბრენდირებული რეგისტრატორის ყელსაბამი -  საორიენტაციო რაოდენობა 400ც 

დეტალური აღწერილობა/რაოდემობები და მოთხოვნები იხილეთ დანართი 1

დიზაინისთვის იხილეთ დანართი 5 

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
  • ყოველ ერთეულზე წარმოდგენილი უნდა იყოს ნიმუში
  • ნიმუშის წარმოდგენილი უნდა იყოს ტენდერის მსვლელობისას
  • საბოლოოდ შეკერილი პროდუქცია უდა იყოს იდენტური მოწოდებული ნიმუშის
  • გამონაკლისის სახით, გარკვეული რაოდენობა ექიმებისთვის უნდა მოხდეს ხალათის ზომების ინდივიდუალური აღება
  • ექიმის ფორმა და ექთნის ხალათის მასალა უნდა იყოს ალპაკა, სუბლიმაციური ჩანართებით (ჯიბეებით, რომელზეც გადადის ნახატი); ხარისხის მოთხოვნები:
  • მრავალჯერადი რეცხვის შემდეგ არ უნდა დაკარგოს ფორმა და ფერი
  • არ უნდა იყოს გამჭვირვალე
  • ნაკერები გამძლე და თანაბარი
  • ნამუშევარი იყოს სუფთა, ზედმედი ძაფების გარეშე
  • ყელსაბამი: ატლასი შარფი 50/50 სმ.ზე სამკუთხედად შეკერილი; მთლიანად სუბლიმაციური წარწერით (ბეჭდვით) უნდა იყოს მხოლოს წინა მხარეს.

ხარისხის მოთხოვნები:

გამძლე და ფერი არ უნდა გადადიოდეს გამოყენებისას

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • პროდუქციის ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა

4. სატენდერო წინადადების ფორმატი

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, რომელსაც წარმოადგენს კომპანია. პარტნიორების და კლიენტების ჩამონათვალი;
2) კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, მასალისა და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილი წარმოდგენილია დანართ№1-ში. განფასება ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელმოწერილი ვერსიით, ასევე ექსელის ფორმატით.
3) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
4) პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე
5) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
6) ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
7) მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 1 სამუშაო დღეზე მეტი ვადით.

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

6. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

7. სატენდერო წინადადების წარდგენა

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე.
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 29 იანვარი 18:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 იანვარი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: izibzibadze@evex.ge, შესყიდვების ჯგუფის ლიდი; ილონა ზიბზიბაძე +995 511 112 394

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
შეკითხვები