6 თებერვალი 2026, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT29335 - ფასთა გამოკითხვა სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 თებერვალი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებზე.
ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, კასპის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები თანდართული პროექტის მიხედვით.
,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
სამშენებლო სამუშაოები უნდა მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს:
- მიწისა და სადემონტაჟო სამუშაოებს, თანდართული ესკიზისა და მოცულობათა უწყისის შესაბამისად;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებს, თანდართული ესკიზისა და მოცულობათა უწყისის შესაბამისად;
- დენდროლოგიას, თანდართული ესკიზისა და მოცულობათა უწყისის შესაბამისად;
- გარე განათებისა მოწყობას, თანდართული ესკიზისა და მოცულობათა უწყისის შესაბამისად;
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ და შუალედური მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
შემოთავაზების გამოგზავნისას, აუცილებლად Subject ველში მიუთითეთ ტენდერის ნომერი და ტენდერის დასახელება, ან თუ მოწვევა მიღებული გაქვთ E-mail საშუალებით, ჩაწერეთ წერილში არსებული SUBJECT
თუ არ იქნება გათვალისწინებული ზემოთ მოცემული გარემოებები და სატენდერო წინადადებას არ ახლავს გეგმა გრაფიკი, შესაბამისი Subject ან რაიმე სხვა მოთხოვნა, წინადადება ჩაითვლება უარად...
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 06.02.2026.– 12:00 საათი
ტენდერის ჩატარების რეგლამენტი:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანიველ ცემეტნის სატენდერო პლათფორმაზე, (https://quantum.gep.com/)
ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჰანიველ ცემენტის წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით :
ნინო ბერიძე
Phone : +995 558 106 501
E-mail : nino.beridze@cement.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
სანდრო ხეთაგური
Phone : +995 591 080655
E-mail : alexander.khetaguri@cement.ge
ირაკლი სადუნიშვილი
Phone : +995 577 509705
E-mail : irakli.sadunishvili@cement.ge
თანდართული დოკუმენტები:
- დამკვეთის ძირითადი მოთხოვნები DCS.
- სკვერის ესკიზი.
- საპროექტო მოცულობათა უწყისი/განფასების ნიმუში.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები