26 იანვარი 2026, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT29370 - ტენდერი რუსთავის და კასპის ცემენტის ქარხებში დღიურ პერსონალის მომსახურების შესყიდვაზე - ზეინკლები, შემდუღებელები და სუპერვაიზერები
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 იანვარი 2026 დრო 13:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს რუსთავის და კასპის ცემენტის ქარხებში დღიურ პერსონალის მომსახურების შესყიდვაზე - ზეინკლები, შემდუღებელები და სუპერვაიზერები.
ტენდერის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ქარხნებისათვის დღიური პერსონალის (ზეინკლების, შემდუღებლებისა და სუპერვაიზერების) მომსახურების შესყიდვა.
,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
ზეინკალი:
ცოდნა და გაცნობიერება
ფლობს სფეროსათვის დამახასიათებელ ძირითად ფაქტებს, პრინციპებს, პროცესებსა და ზოგად კონცეფციებს.
აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ეტაპებსა და მოქმედებების თანმიმდევრობას.
აქვს სამანქანათმშენებლო საწარმოთა სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
იცის:
- სამუშაო ადგილის მომზადება, ორგანიზება და მოვლა;
- დეტალების საზეინკლო დამუშავება და მორგება 7–8 ქვალიტეტის სიზუსტით;
- საშუალო სირთულის კვანძებისა და მექანიზმების აწყობა, რეგულირება და გამოცდა სტენდებზე, ჰიდრავლიკურ და სპეციალურ გამოსაცდელ დანადგარებზე;
- აწყობისა და გამოცდის პროცესში გამოვლენილი დეფექტების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- შრომისა და წარმოების მოწინავე მეთოდებისა და გამოცდილების გამოყენება;
- ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, შრომის უსაფრთხოების წესები, ნორმები და შიდა წესრიგი;
- შრომის რაციონალური ორგანიზებისა და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები.
აცნობიერებს მესამე საფეხურის ზეინკლის პროფესიული საქმიანობის შინაარსსა და პასუხისმგებლობებს.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
შეუძლია სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, დავალებების შესრულების სხვადასხვა მიდგომის შეფასება, შესაბამისი მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა და მორგება.
შეუძლია:
- მარტივი და რთული სამუშაო იარაღების, უნივერსალური და სპეციალური საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების გამოყენება საზეინკლო დამუშავებისა და აწყობის პროცესში;
- ჭრა, სწორება, ღუნვა, გადაჭრა, გადახერხვა, ბურღვა, ზოლურის მოჭრა, ზენკერება, განშლა, მირჩილვა, დამოქლონება, ხეხვა და მექანიზირებული იარაღით მუშაობა;
- დასამონტაჟებელი დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების დაცენტრება, აწყობა, გამოცდა და გამართვა;
- რთული კვანძებისა და მექანიზმების აწყობა–რეგულირება და გამოცდა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის ხელმძღვანელობით.
დასკვნის უნარი:
შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენება, მათი შეფასება და ანალიზი.
ხელმძღვანელის მითითებების გათვალისწინებით წყვეტს სამუშაო პროცესში გამოვლენილ პრობლემებს, მათ შორის ნაკეთის მტყუნებისა და ავარიის მიზეზების დადგენასა და აღმოფხვრას.
კომუნიკაციის უნარი:
შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიულ საკითხებზე სხვადასხვა სამუშაო სიტუაციაში.
ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
აწარმოებს მესამე საფეხურის ზეინკლის საქმიანობასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას დამკვეთთან, მომხმარებელთან და დამქირავებელთან.
შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიული ინფორმაციის მისაღებად.
სერტიფიცირების მოთხოვნა
ყოველივე ზემოაღნიშნული ცოდნა, უნარები და კომპეტენციები სავალდებულოდ უნდა იყოს დადასტურებული ავთენტური, რელევანტური და მოქმედი სერტიფიკატით/სერტიფიკატებით.
შემდუღებელი:
ცოდნა და გაცნობიერება:
ფლობს შედუღების სფეროსათვის დამახასიათებელ ძირითად ფაქტებს, პრინციპებს, პროცესებსა და ტექნოლოგიურ კონცეფციებს. აცნობიერებს რთული და მომეტებული საფრთხის შემცველი შედუღებითი სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელ ეტაპებს, ტექნოლოგიურ თანმიმდევრობასა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
აქვს შედუღებითი სამუშაოებისათვის დამახასიათებელი მასალების, ტექნოლოგიებისა და პროცესების ცოდნა.
პროფესიული ცოდნა (იცის)
იცის:
- სამუშაო ადგილის მომზადება, ორგანიზება და მოვლა;
- შედუღების მასალების (ლითონები, ელექტროდები, შედუღების მავთულები, აირები) შერჩევა სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად;
- შედუღების ძირითადი მეთოდები და ტექნოლოგიები (ელექტროდით შედუღება, MIG/MAG, TIG, გაზური შედუღება);
- შედუღების ნაკერის დეფექტების ტიპები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის მეთოდები;
- შედუღებითი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია;
- შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების წესები, ნორმები და შიდა წესრიგი.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
შეუძლია სამუშაო პირობების შეფასება, შესაბამისი შედუღებითი მეთოდის, ტექნოლოგიური რეჟიმების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა და გამოყენება სამუშაო დავალებების შესასრულებლად.
პრაქტიკული უნარები (შეუძლია)
შეუძლია:
- მეტალის დეტალების მომზადება შედუღებისთვის;
- შედუღებითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა პოზიციაში (ქვედა, ვერტიკალური, ზედა);
- შედუღების ნაკერის ვიზუალური კონტროლი და ხარისხის შეფასება;
- შედუღების პროცესში გამოვლენილი მარტივი დეფექტების აღმოფხვრა;
- შედუღებითი მოწყობილობებისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენება.
დასკვნის უნარი:
შეუძლია შედუღების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება, დეფექტების გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა ხელმძღვანელის მითითებების გათვალისწინებით.
კომუნიკაციის უნარი:
აწარმოებს ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას პროფესიულ საკითხებზე, ესმის ტექნიკური ნახაზები და ინსტრუქციები, იყენებს პროფესიულ ტერმინოლოგიას და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
სერტიფიცირების მოთხოვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნული ცოდნა, უნარები და კომპეტენციები სავალდებულოდ უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი, ავთენტური, მოქმედი და რელევანტური სერტიფიკატით/სერტიფიკატებით, რომლებიც შეესაბამება შესასრულებელი სამუშაოების ტიპსა და გამოყენებულ შედუღებით ტექნოლოგიებს.
ზედამხედველი/სუპერვაიზერი:
ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში სავალდებულოა კვალიფიციური ზედამხედველის (სუპერვაიზერის) ჩართულობა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების სწორ დაგეგმვას, ტექნოლოგიური პროცესების დაცვას, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს.
ზედამხედველი (სუპერვაიზერი) უნდა ფლობდეს შესაბამის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას და მისი კვალიფიკაცია დადასტურებული უნდა იყოს ავთენტური, მოქმედი და რელევანტური სერტიფიკატით/სერტიფიკატებით ან/ა დიპლომით.
გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
უსაფრთხოების მოთხოვნები (საჭიროებისამებრ):
· რისკების შეფასების ფაილი
· სამუშაო მეთოდოლოგია;
· შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
· ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
· უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;
ტენდერის ჩატარების რეგლამენტი:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანუველცემეტნის სატენდერო პლათფორმაზე, (https://quantum.gep.com/)
ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჰანუველცემენტის წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით : Mail: Shalva.Beridze@cement.ge; Mob: (591) 53 83 83 და მოგეწოდებათ შესაბამისი სარეგისტრაციო ინსტუქცია და ბმული.
ტენდერის დასრულების ვადა: 2026 წლის 26 იანვრის 13:00 საათი.
კთხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა ბერიძე
+995 591 538 383
Shalva.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები