ჩაბარების ვადა:
23 იანვარი 2026, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T29397 - ფასთა გამოკითხვა კარებების შესყიდვასა და ინსტალაციაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: შპს ბიოგრაფი ლივინგ
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 იანვარი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 იანვარი 2026 დრო 15:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ბიოგრაფი ლივინგი. აცხადებს ფასთა კვლევას შპს ბიოგრაფი ლივინგის პროექტისთვის „მატიანი ბიოგრაფისგან“ საჭირო კარებების შესყიდვა და ინსტალაცია.
1. შესასყიდი საქონლის/მომსახურების აღწერა
- შპს მატიანი ბიოგრაფისგან (ს/კ 404614707) - წერეთლის 45 მისმართზე არსებული საცხოვრებელი კორპუსისთვის, საევაკუაციო და ბინაში შესასვლელი კარებების შესყიდვა და მონტაჟი.
- პროდუქციის სპეციფიკაცია შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო ნახაზებში.
- შემოთავაზების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს საპროექტო ნახაზების და სამუშაოთა უწყისის შეფასება და გააზრება.
- სამუშაოების დაწყება დასრულების საორიენტაციო ვადებია(...)
2. შემოთავაზება
- პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზება წარმოადგინოს იმავე ფორმატში, რა ფორმატის სამუშოთა უწყისი არის თანდართული წინამდებარე ტენდერზე.
- ფასების ცხრილი უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული.
*განფასება უნდა იყოს წარმოდგენილი აშშ დოლარში, გადასახადების ჩათვლით.
**შემოთავაზება ვალიდური უნდა იყოს წარმოდგენიდან არანაკლებ 90 კალენდარული დღისა.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
- კომპანიის პორტფოლიო, მათ შორის მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
- შემოთავაზებული კარებებიდან, თითოეულის ტექნიკური მახასიათებლები(Datasheet) და ნახაზები
6. დამატებითი მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
- შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 იანვარი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
შესყიდვების სამსახური
ირაკლი ნანავა
i.nanava@biograpi.ge
ტელ: 599 04 06 90
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
დოკუმენტაცია
A900 კარის ტიპები
A900 კარის ტიპები
A901 კარის ტიპები
A901 კარის ტიპები
A902 კარის ტიპები და ყველა კარების ტექნიკური მოთხოვნები
A902 კარის ტიპები და ყველა კარების ტექნიკური მოთხოვნები
კარის ტიპები
კარის ტიპები
სატენდერო-პირობები მატიანის კარი
სატენდერო-პირობები მატიანის კარი
ფასმოვკლევა - Price res earch
ფასმოვკლევა - Price res earch
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია