ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T29447 - ფასთა გამოკითხვა ძეგვის კარიერის საძიებო გამონამუშევრების დათვლაზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ქართული ცემენტი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ძეგვი“-ს ცეოლითის შემცველი ტუფების (უბანი დარბაზისხევი) საბადოზეფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია #1004276 -ს და #1583-ს.

#1004276 ლიცენზია, რომლის ფართობია 4.31 ჰა, წარმოადგენს მოქმედ კარიერს, რომელშიც 572მ, 587მ, 598მ, 608მ ნიშნულებზე ფორმირებულია საფეხურები, დამცავი ბეგებით. ტერიტორიაზე ლიცენზიით განსაზღვრული მარაგები თითქმის ამოწურულია. ხოლო #1583 ლიცენზიით განსაზღვრულია 848,925 ტონა ცეოლითის შემცველი ტუფის მოპოვება.

ვინაიდან ლიცენზია #1004276 და #1583 ლიცენზია-ბრძანებით გამოყოფილი უბნები მდებარეობენ მომიჯნავედ და მათ ამუშავებს ერთი წიაღით მოსარგებლე, წიაღისეულის დამუშავებაუნდა განხორციელდეს პარალელურ რეჟიმში. სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური მოპოვებისთვის, ასევე სამთო-ტექნიკური პირობების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, სამთომინაკუთვნის გამყოფ ხაზზე არ უნდა დარჩეს მთელანა და ცეოლითის შემცველი ტუფის მარაგი ათვისებული უნდა იქნას სრულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში მოხდეს სამრეწველო მარაგების გამოთლა.

წიაღისეულის დაძიება და მარაგების გამოთვლა საჭიროა მოხდეს იმ ჰორიზონტამდე, რომლამდეც დამუშავება უზრუნველყობს სალიცენზიო კონტურის ფარგლებში ნორმალური დაუსაფრთხო სამთო-ტექნიკური პირობების დაცვას. წინასწარი დაკვირვებით ეს არის 572 მ ნიშნული.

საძიებო გამონამუშევრებით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლა უნდა მოხდეს ორივე ლიცენზიის ტერიტორიის ფარგლებში.

მარაგების მოცულობა და ქიმიური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ცეოლითის მიმართ არსებულ მოთხოვნებს ცემენტის წარმოებისთვის.

დანართი:

  • ლიცენზიების კონტურების “Shapefile”-ბი;
  • ტოპოგრაფიული გეგმა;
  • საბადოს ორთო-ფოტოსურათი.

ფასთა გამოკითხვის დასრულების თარიღი 10.02.2026 18:00.

საკონტაქტო პირები:

  • კომერციული საკითხი - გიორგი ოთარაშვილი - 555-43-11-91
  • ტექნიკური საკითხი - დავით ჩიკვაიძე - 557-48-74-94

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები