ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29461 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის შენობის მართვის სისტემის მოწყობის პროექტის შექმნაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 იანვარი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის შენობის მართვის სისტემის მოწყობის პროექტის შექმნა, რომელიც მოიცავს:

  • არსებული საინჟინრო სისტემების შესწავლას
  • განმარტებით ბარათს
  • ტექნიკურ მოთხოვნებსა და სპეციფიკაციებს
  • BMS-ის არქიტექტურის შექმნას
  • გადაწყვეტილებების აღწერას
  • პრინციპიალურ სქემებს
  • საპროექტო ნახაზებს

1.2. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დეტალიზაციით:

  • გათბობა - გაგრილების სისტემა (ჩილერები, საქვაბეები, ჰაერის დამუშავების აგრეგატები - AHU) - მართვა, მონიტორინგი
  • ვენტილაციის სისტემა (მართვა, მონიტორინგი)
  • სახანძრო ვენტილაციის სისტემა (მონიტორინგი)
  • წყალმომარაგება, სატუმბი სადგურები (მართვა, მონიტორინგი)
  • ხანძარქრობის ტუმბოების/ძრავების სისტემა (მონიტორინგი)
  • განათების ავტომატიზაცია (მართვა, მონიტორინგი)
  • ძირითადი დენმიმღები კარადები (მონიტორინგი)
  • ელ. ენერგიის აღრიცხვა/ანალიზი (მონიტორინგი)
  • გარე დამატებითი მოწყობილობები (მონიტორინგი)
  • ლიფტები (მონიტორინგი)
  • უწყვეტი კვების წყაროები, დიზელ-გენერატორები (მონიტორინგი)

1.3. გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:

  • შენობა არის 19 სართულიანი (-3 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით);
  • ამ ეტაპზე საჭიროა პროექტის შექმნა, რომლის მიხედვითაც შემდგომში დაინერგება BMS სისტემა. 

1.4. დამატებითი მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტირების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ზემოთ აღწერილი პუნქტი;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ მოკვლევისა და დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (არქიტექტურული ნახაზი, ბანკში არსებული საინჟინრო სქემები, ნახაზები) საფუძველზე უნდა შექმნას საპროექტო ნახაზი
  • პროექტირების ფარგლებში პროექტანტმა კომპანიამ დამკვეთს უნდა მიაწოდოს ყველა იმ მასალის დეტალური ჩამონათვალი და აღწერილობა, სპეციფიკაციებითურთ, რაც საჭიროა შენობის BMS სისტემის მოწყობისთვის.
  • პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების შემდგომ, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, პროექტის შემსრულებელი ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები და დაწეროს პროექტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასკვნა, შესაბამისი მიზეზებით/განმარტებებით.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი 1-ის შესაბამისად);
  •  ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი  

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები. 

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

5. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: [email protected]
მობ: 595 90 12 00.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები