ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29464 - ფასთა გამოკითხვა თბილისი მარათონის მერჩების ვიზუალებისა და დიზაინის შექმნის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას თბილისი მარათონის მერჩების ვიზუალებისა და დიზაინის შექმნის მომსახურებაზე.

პროექტის აღწერილობა:

“თბილისიმარათონი” ჰანიველ ცემენტის მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტია, სადაც ყოველწლიურად 4000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. თავისი არსებობის 14 წლის მანძილზე, თბილისიმარათონმა საერთაშორისო ღონისძიების სტატუსი მიიღო და ძალიან წარმატებულ საქველმოქმედო პროექტად იქცა. 

გასარბენი მანძლი:

  • ნახევარმარათონი (21 კმ-იანი გარბენი)
  • 10 კმ-იანი გარბენი
  • ბავშვთა გარბენი (500 მ. 6-10 წლამდე და 1000 მ. 11-15 ასაკობრივ ჯგუფი)

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ბენეფიციარებს. შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ქველმოქმედი ხდება!

2015 წლიდან თბილისიმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონი და 10კმ-იანი გარბენია კავკასიაში. შესაბამისად, თბილისიმარათონის გამარჯვებულთა შედეგებიც აკრედიტირებულია მსოფლიო მასშტაბით.

თბილისი მარათონის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება. ამასთან, ღონისძიება ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასა და თბილისის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. 

სააგენტომ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სარეკლამო/კრეატიულ ინდუსტრიაში.
  • წარმატებული გამოცდილება ბრენდინგის, მერჩის დიზაინის ან სპორტული ღონისძიებების კომუნიკაციაში.
  • დასრულებული მინიმუმ 3 მასშტაბური პროექტი (ღონისძიება, კამპანია ან ბრენდი), სადაც სააგენტო პასუხისმგებელი იყო კრეატიულ კონცეფციასა და ვიზუალებზე.
  • პორტფოლიო, რომელიც ასახავს კრეატიულობას, თანამედროვე ვიზუალურ ენას და ბრენდთან მუშაობის უნარს.

სააგენტომ უნდა წარმოადგინოს გამორჩეული კრეატიული ხედვა, რომელიც გადმოსცემს ნახევარმარათონის ენერგიასა და დინამიკას და ქმნის მერჩის უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას. 

სააგენტოსგან მოველით:

  • კონცეპტუალურ და იდეებზე დაფუძნებულ კრეატიულ მიდგომას.
  • თანამედროვე და ყოველდღიურ გამოყენებაზე მორგებულ მერჩის დიზაინს.
  • სპორტული თემატიკის ინოვაციურ ინტერპრეტაციას.
  • ორიგინალურ ვიზუალურ ენას, რომელიც გამოკვეთს ღონისძიების იდენტობას. დეტალური ინფორმაცია მერჩებთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანიველ ცემეტნის სატენდერო პლატფორმაზე, (https://quantum.gep.com/)

შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 2 თებერვალი

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით :

ნინო ბერიძე
Phone : +995 558 106 501
E-mail : [email protected]

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

მანანა შაფაქიძე
Phone : +995 591 755 217
E-mail : [email protected] 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები

დოკუმენტაცია

შეკითხვები