ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29468 - ტენდერი Microsoft-ის სერვისების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 იანვარი 2026 დრო 10:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 იანვარი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს Microsoft-ის შემდეგი სერვისების შესყიდვაზე:

ტენდერის ამოცანა: 

შეძენის ობიექტს წარმოადგენს Microsoft-ის არსებულ ღრუბლოვანი(Cloud) სერვისების შეძენა,Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან.  

შეძენის პირობები:

  • სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს Microsoft-ის ოფიციალური Reseller-ი ან პარტნიორი. ან დისტრიბუტორი (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
  • ლიცენზიების მიწოდება უნდა მოხდეს შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • სერვისის მომწოდებელს უნდა ჰქონდეს პორტალი საიდანაც დამკვეთს ექნება მომხმარებლებისგაზრდის შესაძლებლობა, ერთეული მომხმარებლის ლიცენზიის ღირებულების გაზრდის გარეშე. პორტალის არ არსებობის შემთხვევაში დამკვეთს იგივე მოქმედებების განხორციელება უნდა შეეძლოს დამკვეთისათვის ელ-ფოსტაზე მიწერით და ასეთ შემთხვევაში დამკვეთმა მოთხოვნა უნდა შეასრულოს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღის დასრულებამდე;
  • პორტალიდან შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობების ამოღება ნებისმიერი თარიღისათვის;
  • დამკვეთს უნდა მისდიოდეს ავტომატური ინვოისი, ყოველთვიურად Microsoft365 admin center-დანან/და სერვისის მიმწოდებლის პორტალიდან;
  • დამკვეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მომხმარებლების მართვა განახორციელოს, ისე რომ ამ პროცესში სხვა არ იყოს ჩართული (გარე მესამე პირი. მათ შორის თუნდაც სერვისის მიმწოდებელი);
  • საჭიროების შემთხვევაში არსებული სერვისის მიმწოდებლიდან ახალ მიმწოდებელზე გადასვლა უნდა განხორციელდეს დამკვეთისთვის მაიკროსოფტის სერვისის წყვეტის გარეშე.
  • საჭიროების შემთხვევაში ახალ მიმწოდებელზე გადასვლა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 18 თებერვლიდან და 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში (შენიშვნა: მოთხოვნილი ლიცენზიების Microsoft 365-ის ადმინისტრირების პორტალში შესყიდვის კონტრაქტის განახლების ვადა არის 2026 წლის 20 თებერვალი).

 არსებული სერვისების აღწერა

  • Microsoft Power BI Pro – 1ლიცენზია
  • Microsoft 365 Business Basic – 185 ლიცენზია
  • Microsoft Power BI Premium Per User – 1 ლიცენზია
  • Microsoft Entra ID P2 – 2 ლიცენზია

ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასები (დოლარში). წლიური გამოწერის, ყოველთვიური გადახდის პირობის გათვალისწინებით. ინვოისისი სახით კომპანიის ბეჭდით დამოწმებული და ატვირთვის თარიღის მითითებით.
  • Microsoft-ის ოფიციალური Reseller-ი ან პარტნიორის ან დისტრიბუტორის დამადასტურებელი დოკუმენტი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 იანვარი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:

ნიკოლოზ მინდიაშვილი
საკონტაქტო პირის
ელ-ფოსტის მისამართი[email protected]
მობ: 591404046

ტექნიკურ საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:

გიორგი გიორგანაშვილი 
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა[email protected]
მობ:595184444 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
შეკითხვები