ჩაბარების ვადა:
30 იანვარი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29494 - ტენდერი დიზელ-გენერატორის მიწოდებასა და მონტაჟზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 იანვარი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 იანვარი 2026 დრო 17:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორის მიწოდებასა და მონტაჟზე.
შესყიდვის ობიექტი:
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 1 ერთეული FG Wilson P220-3 დიზელ-გენერატორისა და 1 ცალი ATI 630 Transfer Panel-ის მიწოდება და მონტაჟი
- დიზელ-გენერატორისა და ATI Transfer Panel-ის დეტალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ №1-ში
პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №2-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, მე-3 მიკრო, ნიკო კეცხოველისა და მემედ აბაშიძის კვეთა;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: [email protected]; მობ: 595 90 12 00.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
დოკუმენტაცია
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი №1 - დიზელ-გენერატორის ტექნიკური დეტალები
დანართი №1 - დიზელ-გენერატორის ტექნიკური დეტალები
დანართი №2 - ფასებს ცხრილი
დანართი №2 - ფასებს ცხრილი
ტენდერი - დიზელ-გენერატორის მიწოდება და მონტაჟი
ტენდერი - დიზელ-გენერატორის მიწოდება და მონტაჟი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია