6 თებერვალი 2026, 23:59
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29509 - ტენდერი ენერგეტიკული ობიექტების ელექტრო მომარაგების სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 იანვარი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 თებერვალი 2026 დრო 23:59
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ენერგეტიკული ობიექტების ელექტრო მომარაგების სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
ობიექტის მისამართი: ქალაქი თბილისი, როსტომ აბრამიშვილის II შესახვევი, N 4
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდ აკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდო კუმენტაცია:
- სამუშაოების აღწერილობა - დანართი 1;
- საბანკო რეკვიზიტები - პრეტენდეტნის მიერ შესავსები ფორმა დანართი 2 ;
- მასალათა ჩამონათვალი - შემოთავაზებული ფასების ცხრილი - წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტენდეტის მიერ დანართი 3 -ად;
- ტექნიკური დავალება (PDF ფაილი დართულია ცალკე)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
დავალებათა აღწერილობა:
- სამუშოს აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,
- შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ად ინდივიდუალურად უნდა წარმოადგინოს პრეტედენტმა ;
- ტექნიკური დავალება დანართი N4, PDF-ფაილი, დართულია ცალკე.
სატენდერო მოთხოვნები:
სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
- საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.
- საგარანტიოს წარმოშობის შემთხბებაში, შეტყობიებიდან არაუმეტეს ერთი დღის გარანტორმა უნდა მოახდინოს საკითხის შესწავლა, ობიექტზე ვიზიტი, საკითხის შესწავლა და დეფექტური აქტის წარდგენა.
- 2 დღეში უნდა მოახდინოს საკითხის მოგვარება.
- გარანტორმა წინასწარ უნდა მოახდინოს ობიექტის შესწავლა/გადმობარება და დაადასტუროს რომ ობიექტზე არსებული კომპონენტი (ელექტროობა და ა.შ. აგრეგატები, მასალა თუ სისტემა ) არის თავსებადია მის სისტემებთან.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
დამატებითი პირობები!
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შეასრულოს თავისი სამუშოების შემდგომ ფართის დალაგება/დასუფთავება.
- პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს წარმოდგენილ სპეციფიკაციებს ხარჯის შედგენისას
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.
- პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და ფართო მასშტაბიანი სამუშაოების მინიმუმ 3 ობიექტის ხელშეკრულება (მისამართი) წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: მასალათა-ჩამონათვალი, შესავსები ფასების ცხრილი;
- დანართი 4: PDF-ფაილი, დართულია ცალკე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 06.02.2026 23:59
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
[email protected]
ტელ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები