ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29589 - ტენდერი GST ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა (GST, ს/ნ 203828313) აცხადებს  ელექტრონულ ტენდერს GST ქიმიურ-ლაბორატორიული ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით დანართში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის დანართში (დანართი N1- ქიმიური რეაქტივები, დანართი N2 - დამხმარე მოწყობილობები, დანართი N3 - სახარჯი მასალა;  დანართი N4 - ჭურჭელი) მოცემული კონკრეტული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის მიწოდება არაუგვიანეს  ა.წ. 31 აგვისტოსა
  • მოწოდებული რეაგენტების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი და/ან მწარმოებლის მიერ მაქსიმალური ვადით; 
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით. 

1.1 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/კოდი

ლაბორატორიის სახარჯი მასალის რაოდენობა, აღწერა-სპეციფიკაცია  წარმოდგენილია დანართის სახით  (დანართი N1- ქიმიური რეაქტივები, დანართი N2 - დამხმარე მოწყობილობები, დანართი N3 - სახარჯი მასალა; დანართი N4 - ჭურჭელი), სადაც აუცილებელი წესით უნდა შეივსოს თითო პოზიციის კოდი/ლინკი და საჭიროებისამებრ შენიშვნა.

შენიშვნა: ტენდერის მიმდინარეობის პროცესში განიხილება მხოლოდ შემსყიდველის მიერ მითითბული რაოდენება და პრეტენდენტის მიერ არ უნდა მოხდეს დაკვეთილი რაოდენობების კორექტირება. ყურადღება მიექცეს აღწერაში მოცემული შეფუთვის რაოდენობას!!! განფასება უნდა მოხდეს მოთხოვნის შესაბამისად ერთეულის რაოდენობიდან გამომდინარე. 

შევსების დროს არ უნდა შეიცვალოს ფაილის ფორმატი(უცვლელი უნდა დარჩეს განზომილების ერთეული და რაოდენობა).

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის დროს საჭიროებისამებრ შეიტანოს  ცვლილება დანართების მიხედვით რაოდენობასა და პოზიციებზე.

პრეტენდეტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა დანართის ყველა პოზიციაზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე.

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ საქონლის მოწოდების ვადა ცდება საქონლის მოწოდების ბოლო ვადას, განფასების ფაილში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული საქონლის მოწოდების რეალური ვადა.

განფასება მოცემული უნდა იყოს არაუმეტეს მთელი რიცხვისა და ასეულის დამრგვალებით ციფრების სახით.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართის მიხედვით  (დანართი N1- ქიმიური რეაქტივები, დანართი N2 - დამხმარე მოწყობილობები, დანართი N3 - სახარჯი მასალა; დანართი N4 - ჭურჭელი), როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს, წინასწარი შეთანხმებით, არაუგვიანეს ა.წ. 31 აგვისტოსი,  მისამართზე: ქ. თბილისი, გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია.

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 25 %-სა. 

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

ფასების ცხრილი (დანართი N1- ქიმიური რეაქტივები, დანართი N2 - დამხმარე მოწყობილობები, დანართი N3 - სახარჯი მასალა; დანართი N4 - ჭურჭელი),  მიხედვით, სადაც სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული ერთეულის ფასის და ჯამური ფასების, კოდი/ლინკის ველები და საჭიროების შემთხვევაში შენიშვნის ველი.

შენიშვნა: ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში დღგ-ს ჩათვლით; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებაში, ინვოისში და ზედნადებში არ შეცვალოს ტენდერით განსაზღვრული საქონლის დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა.

პრეტენდენტის თანხმობა, რომ მოწოდებულ რეაგენტებს ექნება მოწოდებიდან მინიმუმ 1 წლის ვადა, გამონაკლისად იმ პოზიციებისა, რომლის წარმოება 1 წლიანი ვადით არ ხდება, მწარმოებლის მიერ მაქსიმალური ვადით, რაც მითითებული უნდა იყოს განფასების ფაილში.

მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემულიუნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.

კომპანიის მიერ სრულად შევსებული და დამოწმებული თანდართული კომპანიის კითხვარები (2 დოკუმენტი)

ხელმოწერილი ხელშეკრულების დრაფტი, რომლითაც პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას ხელშეკრულების პირობებსა და მასთან დაკავშირებულ ყველა დანართზე.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ტენდერით განსაზღვრულ სრულ პოზიციაზე, ასევე მხოლოდ რამდენიმე პოზიციაზე 

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხელშეკრულების უვლელი დანართები:

  • დანართი N1 - GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
  • დანართი N2 - GWP ეთიკის და ქცევის კოდექსი. ანტიკორუფციული პოლიტიკა. გაეროს გლობალური შეთანხმება

 1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    -  საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.  

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1304); 599 005 995

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
შეკითხვები