5 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2959 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის შესახებ.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მოთხოვნილი ავეჯის დეტალური აღწერა და ნახაზები შეგიძლიათ იხილოთ მე-3 გვერდიდან (დანართები);
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
- მხოლოდ ბანკის კუთვნილი მზა ავეჯის შემთხვევაში ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი (ფასის შეთავაზებასთან ერთად);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გიორგი ბუქური
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7775)
მობ.:(+995 599) 565 992
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=792&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი