ჩაბარების ვადა:
6 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2967 - ტენდერი პროექტის მიხედვით სატუმბო სადგურის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
იუნიქს დეველოპმენდი აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, იპოლიტოვ-ივანოვის N10_ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში სატუმბო სადგურის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე არსებული პროექტის მიხედვით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველამა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები
- სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით და წარდგენილი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის N10
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - unixdevelopment@mail.ru
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - bbbm80@mail.ru
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 6/10/2017.
დამატებითი პირობები:
- სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
- კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
- კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.
დართულ ფაილებში, შეგეძლებათ იხილოთ:
- სრული პროექტი.
- სამუშაოების მოცულობა.
- სამუშაოების სპეციფიკაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები