28 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29692 - ტენდერი რუსთავის ქარხანაში #3 ციკლონის ცილინდრული ნაწილის შეცვლაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს რუსთავის ქარხანაში #3 ციკლონის ცილინდრული ნაწილის შეცვლაზე.
ტენდერის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ქარხნისთვის ქარხანაში #3 ციკლონის ცილინდრული ნაწილის შეცვლა. ,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
შესასრულებელი სამუშაოები:
სამუშაოები ორ ნაწილად იქნება გასაყოფი:
- H&S მოთხოვნების შესრულება სამუშაოს დაწყებამდე
- ციკლონის ცილინდრული ნაწილის დამზადება/ქარხანაში ტრანსპორტირება.
- დამზადების პროცესი უნდა მოხდეს აპრილის ბოლომდე - ციკლონის ცილინდრული ნაწილის მონტაჟი:
· საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების ციკლონზე ატანა
· კორპუსის შეცვლისათვის საჭირო სამომსახურეო ხარაჩოების აწყობა, დამკვეთის მასალით და დამკვეთთან შეთანხმებული დიზაინით.
- არსებული დაზიანებული კორპუსის ნაწილობრივი ამოჭრა და ახალი კორპუსის მონტაჟი.
· სამომსახურეო ხარაჩოს და ნარჩენი დეტალების ჩამოტანა. - კონტრაქტორმა თავად უნდა უზრუნველყოს ძირითადი და დამხმარე მასალების, ასევე საჭირო იარაღების/მოწყობილობების შემოტანა
· კონტრაქტომა სამუშობის დაწყებამდე უნდა მოგვაწოდოს ყველა საჭირო დუკუმენტაცია რაც მის დაშვებისთვისაა საჭირო - ციკლონის კორპუსის დამზადებამდე ადგილზე გადაამოწმოს ზომები და სამუშაოს შესრულების ტექნოლოგია.
ტექნიკური კითხვების და ადგილზე ვიზიტთან დაკავშირებით გთხოვოთ დაუკავშირდით კახა ტურაშვილს: +995 577 95 91 08
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი დეკუმენტაცია:
- აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
- თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- რისკების შეფასება;
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ სამუშაოს შესრულების თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები: ეტაპობრივი შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე ან სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
წინადადების მოწოდებამდე აუცილებელია შემსრულებლის ვიზიტი ადგილზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში.
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 28.02.2026 – 15:00 საათი.
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შალვა ბერიძე
+995 591 538 383
shalva.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება