12 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29720 - ტენდერი კვებისა და დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: წყალი მარგებელი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
წყალი მარგებელი აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების ადგილი: საქართველო, გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაბეღლავი,სს წყალი მარგებელის ქარხანა
კვების ფორმატი: მომსახურება მოიცავს ყოველდღიურ, ძირითადად ორჯერად კვებას, თუმცა შესაძლებელია დაემატოს მცირე საუზე ან/და ვახშამი.
წლიური ჯამური საორიენტაციო რაოდენობა: 53 000 პორცია
მენიუსა და ხარისხის მოთხოვნები:
- კვება უნდა შეესაბამებოდეს ზრდასრული ადამიანისათვის დადგენილ კალორაჟს
- მენიუმ უნდა უზრუნველყოს:
- დიეტური კვების არჩევანი
- კვირის მრავალფეროვანი მენიუ - მომსახურე კომპანიამ უნდა აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა
- პროდუქტის მიღება, შენახვა, დამუშავება და მომზადება უნდა განხორციელდეს:
- HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით
ინფრასტრუქტურა და მატერიალური უზრუნველყოფა (კვება):
- ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სამზარეულო სივრცე და ტექნიკა გადაეცემა მომსახურეკომპანიას სარგებლობაში
- ტექნიკის შემდგომი ტექნიკური მომსახურება/სერვისი ეკისრება მომსახურე კომპანიას
- კომუნალურ გადასახადებს (ელექტროენერგია, წყალი, ცხელი წყალი) ფარავს სს „წყალიმარგებელი“, შესაბამისად, ხარჯი არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომსახურების თვითღირებულებაში
- ჭურჭლისა და ყველა სახარჯი მასალის უზრუნველყოფა ეკისრება მომსახურე კომპანიას
- სახარჯი მასალების შევსება უნდა განხორციელდეს საჭიროების შესაბამისად, მომსახურე კომპანიის მიერ
პერსონალი და მართვა (კვება):
- მომსახურე კომპანია დამოუკიდებლად განსაზღვრავს აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის:
- საჭირო თანამშრომლების რაოდენობას
- მათ სამუშაო პირობებს - უპირატესობად ჩაითვლება მმართველი მენეჯერის ადგილზე ყოფნა და პროცესებისმუდმივი კონტროლი
- უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელსაც აქვს შესაბამის ან მსგავს სფეროში საქმიანობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება, ან/და მმართველ მენეჯერს, რომელსაც აქვს აღნიშნულ ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება.
მომსახურების ხარისხის კონტროლი
- მომსახურების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ ჩატარდება თანამშრომელთა გამოკითხვა
- თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებელი პირობაა არანაკლებ 70%-იანიკმაყოფილების მაჩვენებელი
- კმაყოფილების გამოკითხვა ჩატარდება ყოველკვარტალურად
დასუფთავების მომსახურება
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო დღეებში: 10:00 – 19:00 (შესაძლოა კორექტირდეს)
ქარხნის ტერიტორიაზე არსებული დასალაგებელი ზონები:
- ოფისები
- სასტუმრო
- წველი წერტილები
გასაწევი მომსახურება:
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რეცხვა
- ტანსაცმლის დაუთოვება
მოთხოვნები:
- მომსახურე კომპანია ვალდებულია:
- წინასწარ დაათვალიეროს ობიექტი
- შეაფასოს სამუშაოს მოცულობა
- წარმოადგინოს შესაბამისი სამუშაო გეგმა
- დასუფთავებისათვის საჭირო სახარჯი მასალა და ტექნიკა სრულად უნდა უზრუნველყოსმომსახურე კომპანიამ
- გამოსაყენებელი სახარჯი მასალების ხარისხობრივი ნაწილი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს„წყალი მარგებელთან“
- უპირატესობად ჩაითვლება მმართველი მენეჯერის ადგილზე ყოფნა
დამატებითი პირობები
- მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულიდაცვით
- დამკვეთს უფლება აქვს კონტრაქტის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს შეამოწმოსმომსახურების ხარისხი
- ხელშეკრულება გაგრძელდება მხოლოდ ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილებისშემთხვევაში
დასუფთავებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მომსახურე კომპანია ადგილზე გაეცნობა ტერიტორიას, არსებულ პირობებსა და დეტალებს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება/შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: procurement@healthywater.ge
სატენდერო წინადადების/შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12.03.2026, 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
procurement@healthywater.ge
+995 32 2242324 (ცხელი ხაზი)
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება