ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T29731 - ფასთა გამოკითხვა დაფქვის საამქროში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: არ ემ ჯი აურამაინ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს არ ემ ჯი აურამაინი აცხადებს ფასთა გამოკითხვას დაფქვის საამქროში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟთან დაკავშირებით.

  • მომსახურების შინაარსი: დაფქვის საამქროში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16.02.2026 18:00 საათი
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე.

  • აღნიშნულიპროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები  მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში N1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhisvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 511210035

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ანუ რასაც თქვენ პროექტს უწოდებთ, არაა არანაირი პროექტი. გამოდის რომ საჭიროა ჩამოსვლა, ადგილზე შესწავლა, მუშა პროექტის შექმნა, შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საინსსტალაციო სამუშაოები. ყოველივე ეს დამატებითი არამცირე, მნიშვნელოვანი ხარჯებია, რომელთა გაწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში, და არა ტენდერის პირობებში.

მიმწოდებელი 1

სრულიად არასაკმარისია. არაა მითითებული არც ჭერის სიმაღლე, არც კაბელების რაოდენობა, არც გაყვანის მეთოდიკა (ღია წესით, საკაბელე არხებში,....), არაა ნაჩვენები სახანძრო პანელის მდებარეობა, სისტემა სამისამართოა თუ არა, საჭიროა თუ არა დაცვის პოსტტი და ვის უნდა მიეწოდის საგანგაშო სიგნალი. არაა ნაჩვენები ხმოვანი შეტყობინების საჭიროება (წესით უნდა იყოს). კიდევ ვებრი წვ=რილმანი. ყველას ასე უცებ ვერ ჩამოთვლი.

მიმწოდებელი 2

ჩვენს ხელთარსებული ინფორმაცია ათვირთულია

მიმწოდებელი 1

ამ პროექტს განმარტებითი ბარათი არ ახლავს?

არ ემ ჯი აურამაინ
არ ემ ჯი აურამაინ

არა, თქვენ უნდა რეკომენდაციები მოგვცეთ სად რა უნდა განთავსდეს.