25 თებერვალი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29835 - ტენდერი წყლის სატუმბი სადგურის ძრავის ორი მართვის კარადის შეძენა-მონტაჟზე
- გამომცხადებელი: თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 თებერვალი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტერიტორიაზე არსებული წყლის სატუმბი სადგურის ძრავის ორი მართვის კარადის შეძენა-მონტაჟზე.
6 კვ-ის მართვის კარადა უზრუნველყოფს 6 კვ ძრავის მდორე გაშვების რეჟიმს.ამჟამად მართვის კარადა გამოსულია მწყობრიდან და არ ფუნქციონირებს. საჭიროა ელექტრული კარადის ავტომატიზაცია და ელექტრული წრედის მოწყობა.
ძრავის მონაცემებია:
ნომინალური ძაბვა:6კვ
სიმძლავრე : 315 კვტ
დამამზადებელი ქვეყანა: რუსეთი
მართვის კარადა:
ნომინალური ძაბვა: 6 კვ
Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არაქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელკომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსიმდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისისსამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძოსახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაცგანთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებსისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობისსივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდმაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფსპროექტის წარმატებას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაციაშემდგომი განხილვისთვის:
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
- 2 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდაიყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.)
- კომერციული შეთავაზება მართვის კარადის მოწყობაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს შესრულების ვადა და გადახდის პირობები.
- კომერციული შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემოთავაზებული ბრენდის/მწარმოებელი ქვეყნის შესახებ. (უპირატესობა მიენიჭება ევროპაში წარმოებულ დანადგარს)
- ობიექტის მისამართია ქვემო თელეთი, თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენციებისკომპლექსი.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 თებერვალი, 18:00 საათი
Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს დალუქულიკონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი, ქვემო თელეთი. წინადადების წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 2026 წლის 25 თებერვალს, 18:00 საათი
დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგნომერზე: +995 577 353 141 ვანო აბულაშვილი. შეკითხვები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება