19 თებერვალი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29853 - ტენდერი სასაჩუქრე ნახატების შესყიდვაზე (4000 ცალი)
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 თებერვალი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასაჩუქრე ნახატების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- სატენდერო კომისია გამარჯვებულ პრეტედენტს გამოავლენს ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: შემოთავაზებული პროდუქციის ფასი, შემოთავაზებული პროდუქციის წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაცია, პრეტენდენტის გამოცდილება.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გადაავადოს ან გააუქმოს ტენდერი. ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.
შესყიდვის ობიექტის აღწერა და სპეციფიკაცია:
- საქონელი: სასაჩუქრე ნახატი.
- რაოდენობა: 4000 ცალი.
- შესრულება: ხელით შესრულებული ნახატი (დაუშვებელია ნაბეჭდი ვერსია).
- ნახატის ზომა: დაახლოებით 15x15 სმ.
- კომპლექტაცია: შეთავაზება უნდა მოიცავდეს ჩარჩოსა და პასპარტუს.
- ინდივიდუალურობა: სასურველია, თითოეული ნახატი იყოს ინდივიდუალური და განსხვავებული.
- ავტორი: შემოთავაზება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე მხატვრის მიერ.
- ბიუჯეტი: ერთეულის სავარაუდო ღირებულება - 40 ლარი.
- ხელშეკრულების პირობები: გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- მიწოდების ვადები და რაოდენობა: პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად:
- I ეტაპი: 800 ცალი - არაუგვიანეს 2026 წლის 28 თებერვლისა.
- II ეტაპი: 1000 ცალი - არაუგვიანეს 2026 წლის 15 მარტისა.
- III ეტაპი: 1000 ცალი - არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა.
- IV ეტაპი: 1200 ცალი - არაუგვიანეს 2026 წლის 15 აპრილისა. - მიწოდების ადგილი: თბილისი, ჭირნახულის ქ. 9.
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)..
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
- პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ხელოვნების სფეროში (მაგალითად: სამხატვრო გალერეებთან, მხატვრებთან თანამშრომლობა ან/და ნახატების რეალიზაცია) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი პირობებით:
- ავანსი: ხელშეკრულების გაფორმებიდან შეთანხმებულ ვადაში მომწოდებელს ავანსის სახით ჩაერიცხება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%.
- საბოლოო ანგარიშსწორება: დარჩენილი 70% ჩაირიცხება პროდუქციის სრულად (4000 ცალი) მიწოდებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
განფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადებაში ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის, უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისსა და შემოგარენში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს).
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 თებერვალი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
591 220 520
ტენდერის კატეგორია:
- 92300000 გასართობი მომსახურებები