ჩაბარების ვადა:

5 მარტი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29920 - ტენდერი სმარტ ტელევიზორების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 მარტი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა ტენდერის აღწერილობა.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საირმე ჰოტელს მენეჯმენტი“ (ს/კ: 425061452) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სმარტ ტელევიზორების შესყიდვასთან დაკავშირებით, 5 ლოტად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 5 ლოტად, მონაწილეებს ეძლევათ უფლება, შემოთავაზება წარმოადგინონ როგორც სრულ ასორტიმენტზე, ხუთივე ლოტზე, ასევე ცალ-ცალკე კონკრეტულ ლოტებზე.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია ლოტების სახით, დანართი N1 -ში
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით.
  • შესყიდვის ობიექტის მოცულობა შეადგენს საირმის ობექტისთვის გათვალისწინებულ საორიენტაციო რაოდენობას; 
  • გამარჯვებულთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საორიენტაციო რაოდენობის პროდუქციის ათვისება;
  • სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო ხასიათის და მისი სრულად ათვისება არ წარმოადგენს შემსყიდველის ვალდებულებას.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი N1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ლარში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები).

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადა, ფორმა და ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, კურორტი საირმე, ან/და შემსყიდველთან შეთანხმებისამებრ;
  • შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 01 მაისისა, შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მოწოდებაც შემსყიდველთან შეთანხმებისამებრ.

4. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად; შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს. 

5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი დანართი N1 განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის მოგაცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია).

6. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
    შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 მარტი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@sairmeresort.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები