ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29931 - კონსოლიდირებული ტენდერი სპეც ფეხსაცმელების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 მარტი 2026 დრო 15:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი N1 (1 Annex N1) ზაფხულის სპეც ფეხსაცმელი.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს კონსოლიდირებულ ელექტრონულ ტენდერს  სპეც ფეხსაცმელების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსკათრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების მოწოდება. 

2. მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

სპეც ფეხსაცმელების რაოდენობა და სპეციფიკაცია მოცემულია დანართი N1-ის სახით.

შენიშვნა:

დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა. 
ემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს რაოდენობის ცვილილება-კორექტირება. 

3. განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDFფორმატში ხელმოწერილი.

შენიშვნა: პრეტენდერტმა კომპანიამ შეიძლება წარმოადგნილოს მთლიანი ლოტის განფასება, ასევე გაწილობრივი განფასება.

4. საქონლის მიწოდების ვადა

დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდება არაუგვიანეს 2026 წლის 30 აპრილისა.  

5. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

მისამართები კომპანიების მიხედვით:

  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5
  • შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია
  • შპს „ საგურამო ენერჯი“ - საგურამო

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსხვავებულ ლოკაციაზე

6. ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 25 %-სა.

7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი, სპეციფიკაციები, ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით), საგარანტიო პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწოდების ვადა;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, შემოთავაზების ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტი შემოთავაზების სრული/დეტალური მონაცემებით და ფოტომასალა;
  • ომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში;
  • კომპანიის მიერ სრულად შევსებული და დამოწმებული თანდართული კომპანიის კითხვარები (2 დოკუმენტი);
  • ტენდერის დასრულების შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, წერილობით მოწოდებული დადებითად შეფასებული შერჩეული პოზიციების სანიმუშოდ (უსასყიდლოდ) მოწოდება არაუგვიანეს წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ ნიმუშები დაბრუნდება უკან ტენდერის შეფასების შემდეგ 1 (ერთი) თვის ვადაში. 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში უნდა აიტვირთოს მინდობილობა);
  • სასურველია, პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დამოწმებული იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ბეჭდით. 

8. ხელშეკრულების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ ტენდერის პირობების შესაბამისად.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას, გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან.

9. სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი, უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 მარტი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში  

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1304); 599 005 995

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი

დოკუმენტაცია

Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG 2025 11 13 Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG 2025 11 13
Annex 2 GWP Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact 28 07 2023 VERSION Annex 2 GWP Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact 28 07 2023 VERSION
GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები Version 2024 03 13 GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები Version 2024 03 13
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება Version 2023 28 07 GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება Version 2023 28 07
GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
Instructions to Apply for E-Tender Instructions to Apply for E-Tender
კითხვარი 01 HMG-202X-XX - Suppliers' Certification Questionnaire GEO-Final კითხვარი 01 HMG-202X-XX - Suppliers' Certification Questionnaire GEO-Final
კითხვარი Responsible Statement - FCC Code of Ethics and Conduct GEO-Final კითხვარი Responsible Statement - FCC Code of Ethics and Conduct GEO-Final
კონსოლიდირებული ტენდერი სპეც ფეხსაცმელების შესყიდვასთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერი სპეც ფეხსაცმელების შესყიდვასთან დაკავშირებით
დანართი N1 Annex N1 ზაფხულის სპეც ფეხსაცმელი დანართი N1 Annex N1 ზაფხულის სპეც ფეხსაცმელი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები