ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29941 - ტენდერი ხის კონსტრუქციებით კარკასის მოწყობის, სახურავისა და ნალექების საწრეტი სისტემის მოწყობის, ფასადის მოპირკეთების, კარ-ფანჯრებისა და დარაბების მოწყობის და შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ასოციაცია ატუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

  •  შესყიდვის ობიექტი: ქ. თბილისში ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე მდებარე ქ.თბილისის ცენტრალური პარკის (ყოფილი იპოდრომის) შენობის A1-ის (კულისების შენობა); A2-ის (დამხმარე შენობა), K1-ის და K2-ის (სამზარეულო ჯიხური, მოსაცდელი, ტუალეტები, დამლაგებლის ოთახი) კარკასის მოწყობა ხის კონსტრუქციებით, სახურავის მოწყობა ატმოსფერული ნალექების საწრეტი სისტემით, ფასადის მოპირკეთება ცეცხლმედეგი კომპოზიტური მასალით 60% ბუნბრივი ხის შემცველობით, კარფანჯრების და დარაბების მოწყობა, შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი თანდართული პროექტის მიხედვით. რ/ბ საძირკველის ფილა და გარე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მოწყობილია.
  • წინადადების მომზადებამდე პრეტენდენტმა ადგილზე შეამოწმოს მოწყობილი  რ/ბ საძირკვლის ფილა
  • ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას თითოეული შენობისთვის ცალ-ცალკე
  • წარმოადგინოს ფასადის მოსაპირკეთებული მასალის სერთიფიკატი 

1. შესასრულებელი სამუშაოების დეტალები შეგიძლიათ დააზუსტოთ:

  • არქიტექტორი - გუჯა ოსეფაიშვილი ტელ: 595 32 55 08
  • ს.ტ.გ. უფროსი - სერგო კელენჯერიძე ტელ: 599 73 18 41  

2.  პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე g.gugunashvili@cartugroup.com 2026 წლის 17 მარტის ჩათვლით. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 5.99 53-77-23

3. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

3.1 იურიდიული  და ფიზიკური პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ ფოტომასალით.

4. მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული პროექტის   მიხედვით .
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე
  • უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშოების ვადა და შესრულების გრაფიკი - უნდა იყოს წარმოდგენილი პროდუქციის  საგარანტიო ვადა 

     

სატენდერო წინადადებების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდეტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოს შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა. 

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები