9 მარტი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29942 - ტენდერი წყალარინების ჭებისა და ქსელის წმენდა/რეცხვითი მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 მარტი 2026 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს წყალარინების ჭებისა და ქსელის წმენდა/რეცხვითი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ტენდერი გამოცხადებულია 1 ლოტად:
ზოგადი მიმოხილვა:
- თბილისისა და მისი შემოგარენის ფარგლებში GWP ფლობს 2500 კმ-მდე წყალარინების ქსელს, რომელიც ძირითადად წარმოდგენილი არის სხვადასხვა დიამეტრის მილებით.
- წყალარინების ქსელზე თვიურად საშუალოდ ფიქსირდება 2,282 ავარია, მათ შორის წყალარინების ჭებისა და ქსელის გაბინდვნა 2147 შემთხვევა.
- წყალარინების ჭებისა და ქსელის გაბინდვა კატეგორიზდება შემდეგი პრინციპით:
- მარტივი - 200 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი
- საშუალო - 200 მმ-დან 300 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი
- რთული - 300 მმ დიამეტრის წყალარინების მილი და მეტი, მათ შორის ყველა ისეთი დაზიანება, რომელიც საჭიროებს გათხრით სამუშაოებს.
- ყველაზე აქტიურ სეზონზე, წყალარინების ქსელის საორიენტაციო დღიური ავარიის რაოდენება - 75 (მათ შორის გარდამავალი ავარიები).
- ავარიების რაოდენობა დამოკიდებულია სეზონზე. ზაფხულობით, როგორც წესი, ავარიების რაოდენობა მცირედება, ხოლო დანარჩენი სეზონი ავარიების რაოდენობა მიახლოებითია, თუმცა ყოველდღიურად შეიძლება იყოს ცვალდებადი.
- GWP-ის ინტერესი არის გარე მომსახურებაზე გაიტანოს მარტივი და საშუალო ავარიები, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია ავარიებზე და მომსახურე კომპანიის მიერ გამოყოფილ რესურსზე. GWP-ის სურვილია მომსახურე კომპანიას გადაცეს მარტივი და საშუალო ავარიების უმეტესობა, ჯამური ავარიების დაახლოებით 50-70%.
1.2 გასაწევი მომსახურების აღწერა და მოთხოვნები
ტენდერის მიზანია შეირჩეს კომპანი(ებ)ა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური და ტექნიკური რესურსით მოახდენს მარტივი და საშუალო სირთულის წყალარინების ჭებისა და ქსელის ავარიების აღმოფხვრას, კერძოდ:
- გაბინდული ჭის ნარჩენებისგან ამოსუფთავებას/გათავისუფლებას, ნარჩენების გატანას და გარემოს დაცვის კანონის შესაბამისად განთავსებას;
- გაბინდული ჭის გახსნას მავთულით და/ან წყლის ჭავლით;
- დავალების შესაბამისი ქსელის რეცხვას.
GWP-ის მიერ კომპანიას დავალება მიეცემა ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით (whatsup, viber ან სხვა) და/ან პლანშეტით, რომელშიც ინტეგრირებული იქნება GWP-ის მიერ შესაბამისი მოდული. ყოველი დავალებისათვის კომპანიამ უნდა მოახდინოს მომსახურების გაწევა დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 10 საათის განმავლობაში.
„მომსახურების“ საგარანტიო პერიოდი ყოველი „დავალებისათვის“ შეადგენს 3 (სამი) კალენდარულ დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესრულებული „დავალება“ განმეორდება/განახლება, „GWP” ვალდებულია „კომპანიას“ მიაწოდოს განმეორებითი/განახლებული „დავალების“ შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით (whatsup, viber ან სხვა) და/ან პლანშეტით და „კომპანია“ ვალდებულია საგარანტიო პირობების გათვალისწინებით მოახდინოთ წყალარინების ქსელზე/ჭაზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრა დანართი N3-ში მითითებული დროის პერიოდში.
იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განვამლობაში, „GWP”-ის მხრიდან განმეორებითი/განახლებული „დავალების“ შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ იქნება „კომპანიისთვის“, „დავალება“ ჩაითვლება შესრულებულად.
იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მეორეჯერ მოხდება შესრულებული „დავალების“ განმეორდება/განახლება, აღარ ექვემდებარება „კომპანიაზე“ გადაცემას, რაზეც „კომპანია“ ინფორმირებულია ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით (whatsup, viber ან სხვა) და/ან პლანშეტით შესაბამისად, პირველადი „დავალების“ ანაზღაურება არ მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული „დავალების“ განმეორდება/განახლების აღმოფხვრა არის სასწრაფო/გადაუდებელი მნიშვნელობის, „კომპანია“ ვალდებულია განმეორებითი „დავალების“ აღმოფხვრა მოახდინოთ არაუგვიანეს 5 საათის განმავლობაში, რაზეც „კომპანიას“ ინფორმაციას აწვდის „GWP” ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ „კომპანია“ ვერ მოახდენს სასწრაფო/გადაუდებელი მნიშვნელობის განმეორებითი/განახლებული „დავალების“ აღმოფხვრას მოცემული პერიოდის განმავლობაში, „მომსახურება“ არ ანაზღაურდება.
იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის ჭრილში კომპანიის მიერ მიღებული დავალების რაოდენობა, რომლებიც კომპანიის მიერ იდენტიფიცირდება როგორც რთული და/ან პრობლემური ქსელის ავარიის შემთხვევა, იქნება 5-ზე (ხუთი) მეტი და რეალურად ავარია ფარავს მომსახურების საგნის ქვეშ (მარტივი და საშუალო სირთულის) და GWP-იმ იგივე მეთოდით - მექანიკურად მოახდინა ავარიის აღმოფხვრა, კომპანია დაჯარიმდება ფიქსირებული ჯარიმით - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მომსახურე კომპანიამ მომსახურების გაწევის დროს თავად უნდა მოახდინოს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმების უზრუნველყოფა, მათ შორის თანამშრომლების აღჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით და ტერიტორიის საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნებით.
დავალების შესრულების დროს გაფორმებული ნებისმიერი ტიპის საჯარიმო სანქციები ანაზღაურდება კომპანიის მიერ.
GWP ვალდებულია დავალებების მიცემის დროს განსაზღვროს დავალების მიახლოებითი სირთულე და არ გადაცეს მომსახურე კომპანიას რთული და პრობლემური ავარიები.
ასევე, მომსახურე კომპანიას არ უნდა გადაეცეს ისეთი ავარიები, რომელიც ფიქსირდება წინასწარ განსაზღვრულ პრობლემურ ქსელზე და/ან გადაეცემა დროებითი პრობლემის მოსაგავარებლად. ასეთ შემთხვევაში, შემობრუნებული ავარიების შემთხვევაში GWP-ის მხრიდან ანაზრაურდება.
შენიშვნა:
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზად უნდა იყოს GWP-ის მოთხოვნების შესაბამისად ყოველი ბრიგადა აღჭურვოს შესაბამისი პლანშეტით.
- კომპანიას არ ევალება ისეთი დავალების შესრულება, სადაც ფიქსირდება დაზიანებული/გატეხილი წყალარინების ჭა და/ან დაზიანებულია/ჩატეხილია მილი - რთული შემთხვევები, ასევე მაგისტრალური წყალარინების ქსელების მომსახურება და/ან პრობლემური ქსელი, რომელიც იდენტიფიცირებულია GWP-ის მიერ.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
კომპანია ვალდებულია მომსახურება გაწიოს დავალების შესაბამისად ყოველდღე, მათ შორის შაბათ-კვირის ჩათვლით და/ან წინასწარ შეთანხებული გრაფიკით.
1.3 განფასება
თითოეული დავალებისათვის ანგარიშსწორება იწარმოებს ფიქსირებული ტარიფით ერთი წერტილისათვის (ჭის გახსნა შესაბამისი ქსელის რეცხვით) - 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარი დღგ-სა და ყველა გადასახადის ჩათვლით.
ფასი მოიცავს როგორც წყალარინების ჭის წმენდას, ასევე ქსელის რეცხვას დავალების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ იდენტიფიცირდება, რომ დავალება არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ საგანს (წყლის ავარია, სანიაღვრე სისტემის ავარია, უკვე გახსნილი ქსელი, დამალული ჭა, მაგისტრალური დაზიანება და ა.შ.) GWP-ის მიერ ანაზღაურება ყოველი ასეთი შეუსრულებელი, არამიზნობრივი ვიზიტის ფიქსირებული ფასი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებულებული ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით (whatsup, viber ან სხვა) და/ან პლანშეტით
მომსახურების გაწევის ( ხელშეკრულების) ვადა და ადგილი
- შერჩეულ კომპანი(ებ)ასთან გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება 1 წლის ვადით შემდგომი ერთწლიანი ავტომატური გაგრძელების პირობით.
- მომსახურების გაწევის ადგილი - ქ. თბილისი და მისი შემოგარენი.
შენიშვნა: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.
1.4ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარების საფუძველზე.
ანგარიშსწორება იწარმოებს თვეში ერთხელ კალენდარული თვის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედარებისა და ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
1.5 ხელშეკრულების გაფორმება
1) გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად.
2) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.
1.6 სხვა მოთხოვნა
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
- დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- დამკვეთი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- დანართი N1, რომელიც სრულად უნდა იყოს შევსებული. დანართ N1-ში დაფიქსირებული ფასი არ ექვემდებარება კორექტირებას. მხოლოდ უნდა შეივსოს და ხელმოწერით დადასტურდეს დანარჩენი შესავსები ველები.
- ინფორმაცია ადამიანური და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის შესახებ (სამუშაოების შესრულებისათვის ადამიანური და აუცილებელი ტექნიკის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მოიცავდეს სპეციალური წნევიანი ავტო აგრეგატის სრულ სპეციფიკაციას); ბრიგადების რაოდენობა.
- მომსახურების გაწევის დეტალური აღწერა (რა მეთოდით და რესურსით მოხდება მომსახურების გაწევა);
- ამონაწერი (განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე;
- შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (2 კითხვარი).
1.8 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- კომპანია უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
დამკვეთი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. დამკვეთი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
დამკვეთი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას დამკვეთის მხრიდან.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 მარტი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 19 25 00
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები