12 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29946 - ტენდერი საოფისე კონტეინერის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 თებერვალი 2026 დრო 16:30
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აცხადებს ტენდერს საოფისე კონტეინერის შესყიდვაზე.
კონტეინერი უნდა დამზადდეს მყარი ლითონის კარკასისაგან, ხარისხიანი პანელებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხმის და თბოიზოლაციას. აღჭურვილი უნდა იყოს ყველაფრით, რაც აუცილებელია კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად: კარ-ფანჯრები, ელექტროობა, განათება, კერძოდ:
- ლოკაცია: აღნიშნული საოფისე კონტეინერი უნდა განთავსდეს ალექსეევკის დასახლებაში, სოკარის ცენტრალური საწყობის ტერიტორიაზე;
- ზომები: პროექტისთვის გათვალისწინებული მიწის ფართობი შეადგენს დაახ. 52,5 კვ.მ.-ს. (8,2x6,4m). პერსონალი, რომელიც ყოველდღიურად ისარგებლებს აღნიშნული საოფისე კონტეინერით 5 პირისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 3 მუშაობს კომპიუტერებთან და ისინი უნდა განთავსდნენ სამუშაო მაგიდებთან;
- კონსტრუქცია და იზოლაცია: ტერიტორიაზე სეზონურად საკმაოდ პრობლემური კლიმატური პირობებია, ამიტომმასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, კარკასი უნდა იყოს მყარი ლითონის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თბო და ხმის იზოლაცია;
- ინტერიერი: საოფისე კონტეინერში უნდა განთავსდეს სამუშაო, მოსასვენებელი სივრცეები და სამზარეულო. სამზარეულო შესაძლებელია ინტეგრირდეს მოსასვენებელ სივრცესთან, ან იზოლირებულად დაგეგმარდეს სივრცის მაქსიმალურად ოპტიმალურად ათვისების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერში სანიტარული ზონებიდან მხოლოდ სამზარეულოს განთავსება იქნება საჭირო, რადგან საპირფარეშოსთვის უკვე არსებობს ცალკე მდგომი მოქმედი შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, საპირფარეშოს ინტეგრირება პროექტში საჭირო არ არის.
ფუნქციური დაფარვა (ლინოლიუმი, ლამინატი), გამძლე კარ-ფანჯარა (მეტალოპლასტმასის);
- კომუნიკაციები: უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტროგაყვანილობით, განათების წერტილებით, ჩამრთველებით, როზეტებით და, საჭიროების შემთხვევაში, ინტერნეტის კაბელით.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცე იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ბუნებრივი განათებით, რისთვისაც აღნიშნული სივრცისთვის განვიხილავთ ვიტრაჟებსაც;
- კლიმატკონტროლი: გათბობისა და კონდიცირების სისტემების დამონტაჟების შესაძლებლობა;
- მობილურობა: ადვილი მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობა ლოკაციის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში.
შეთავაზებისა და რენდერების წარმოდგენამდე, აუცილებელია, რომ დაუკავშირდეთ საწყობის მენეჯერს (იხ. საკონტაქტო ინფორმაცია ქვემოთ) და შეათანხმოთ ადგილზე ვიზიტი მასთან.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ხარისხის/სათანადო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და უზრუნველყონ საგარანტიო პირობები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12.03.2026 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლოკაციაზე ვიზიტის დასაგეგმად: 577 105 235 (ანარი)
ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 598 960 206 (თამთა)
ელ.ფოსტა: ta.makharashvili@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები