ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29953 - ტენდერი ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების მოქმედი მომსახურების ხელშეკრულების დანართებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისობის ექპერტიზაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 3 მარტი 2026 დრო 14:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 მარტი 2026 დრო 14:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 3 მარტი 2026 დრო: 14:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების მოქმედი მომსახურების ხელშეკრულების დანართებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისობის ექპერტიზასთან დაკავშირებით.

1.1 გასაწევი მომსახურების აღწერა და მოთხოვნები:

ტენდერის მიზანია შეირჩეს 2 (ორი) კომპანია, რომელიც მოახდენს GWP-ის  მიერ გაფორმებული ხელშეკრულების დანართებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისობის ექპერტიზას ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს:

  • ასფალტის საფარის ვიზუალურ და ლაბორატორიულ შეფასებას;
  • ასფალტის საფარის ქვედა შრეების შეფასებას;
  • შედეგების ანალიზის მიხედვით დასკვნის წარმოდგენას და რეკომენდაციებს ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.  

ტენდერით გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა და მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.  

განსაკუთრებული მოთხოვნები:

შესაფასებელი ლოკაციები განლაგებულია ქალაქ თბილისში;

ყოველ კომპანიას დავალებები გადაეცემა ეტაპობრივად წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით;

GWP იტოვებს უფლებას დაესწროს და/ან მონაწილეობა მიიღოს ლოკაციაზე შეფასების პროცესში.

დაინტერესებულ/შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება გაუთქმელობის შეთანხმება. 

1.2 განფასება:

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს თავისი კომერციული წინადადება თანდართული დანართი N1-ის შევსების გზით.

ფასი უნდა მოიცავს დღგ-სა და ყველა გადასახადს.  

1.3 მომსახურების გაწევის  დაწყება და მომსახურების ვადა:

GWP შერჩეულ კომპანიებს დავალებას მიცემს ეტაპობრივად თბილისის მასშტაბით (წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის შესაბამისად), ხოლო შერჩეული კომპანია ვალდებულია ყოველი მიღებული დავალებებისათვის ვიზუალური შეფასება და მასალის აღება მოახდინოთ არაუგვიანეს დავალების მიღებიდან 12 (თორმეტი) საათის განმავლობაში GWP-თან წინასწარ შეთანხმებით.

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 (ოცდაათი) დღიანი საკონსიგნაციით  გაფორმებული მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

1.6 ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • პროქტის შესრულებასთან დაკავშირებით დეტალური განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს გამოყენებულ რესურსებს, მეთოდოლოგიას, ლაბორატორიებს და ა.შ.
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების განფასება - დანართი N1-ის მიხედვით, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და ფარავდეს ტექნიკური დავალების შესაბამისად ყველა მომსახურებას;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში.
  • შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (კითხვარი 1 და კითხვარი 2).

1.8 კონფიდენციალურობა:

მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული მომსახურების გაწევის ფარგლებში და მიზნებისათვის. შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება განცხადება ინფორმაციის გაუმჟღავნელობის შესახებ, რომელიც თან ერთვის დოკუმენტაციას. 

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60(სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

 პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მარტი, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 19 25 00 

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დოკუმენტაცია

განცხადება ინფორმაციის გაუმჟღავნელობის შესახებ განცხადება ინფორმაციის გაუმჟღავნელობის შესახებ
დანართი N1 დანართი N1
კითხვარი 01 HMG-202X-XX - Suppliers' Certification Questionnaire GEO-Fina l კითხვარი 01 HMG-202X-XX - Suppliers' Certification Questionnaire GEO-Fina l
კითხვარი Responsible Statement - FCC Code of Ethics and Conduct GEO-Final docx კითხვარი Responsible Statement - FCC Code of Ethics and Conduct GEO-Final docx
ტენდერი ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების მოქმედი მომსახურების ხელშეკრულების დანართებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისობის ექპერტიზასთან დაკავშირებით ტენდერი ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების მოქმედი მომსახურების ხელშეკრულების დანართებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისობის ექპერტიზასთან დაკავშირებით
ტექნიკური დავალება ტექნიკური დავალება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები