ჩაბარების ვადა:

9 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29963 - ტენდერი 40 კგ-იანი სამედიცინო ჟანგბადის ბალონების მიწოდებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 27 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერს ერთობლივად აცხადებენ: შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“, სს „საქართველოს კლინიკები“, სს „ვიანი“ 40 კგ-იანი სამედიცინო ჟანგბადის ბალონების მიწოდებაზე.

2. ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრეტენდენტებისგან მიღებულ იქნას კომერციული წინადადებები კლინიკებისთვის 40 (ორმოცი) კილოგრამიანი სამედიცინო ჟანგბადის ბალონების მიწოდების მიზნით.

3. შესყიდვის ობიექტი:

  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 40 (ორმოცი) კილოგრამიანი სამედიცინო ჟანგბადის ბალონების ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველი ორგანიზაციების კლინიკებისთვის.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასი უნდა განისაზღვროს ერთი (1) ბალონის მიხედვით და სავალდებულოა მოიცავდეს:
    - ტრანსპორტირების ხარჯს;
    - დატვირთვა/გადმოტვირთვის ხარჯს;
    - მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევ ხარჯს;

4. მიწოდების პირობები და ვადები:

  • მიწოდების გრაფიკი განისაზღვრება თითოეული კლინიკის ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად.
  • შესაძლებელია, რომ კონკრეტულ კლინიკას ბალონების მიწოდება დასჭირდეს თვეში რამდენჯერმე.
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს მიწოდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა.
  • გადაუდებელი (ურგენტული) საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაუყოვნებელი რეაგირება და მიწოდება კლინიკის მიერ განსაზღვრულ უმოკლეს ვადაში.

5. ფასის ფიქსირება:

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წარმოდგენილი ერთეულის ფასის ფიქსირება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი (1) წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფასის ცვლილება დაუშვებელია.

6. ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნები:

მიწოდებული სამედიცინო ჟანგბადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი რეგულაციებით განსაზღვრულ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

7. ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს (იურიდიულ ან ფიზიკურ), რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო და ტექნიკურ მოთხოვნებს.

შენიშვნა:
დანართი №1-ში მოცემულია კლინიკების მიხედვით წლიური სავარაუდო რაოდენობები და შესაბამისი მიწოდების მისამართები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

სახელი: ზურაბ ბეროშვილი
ელ.ფოსტა: zberoshvili@clinics.ge
ტელეფონი: +995 571 757 152

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
შეკითხვები