18 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30040 - ტენდერი დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე (CASCO, MTPL, CMR)
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 6 მარტი 2026 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 18 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს შპს თეგეტა ლოჯისტიკის ბალანსზე არსებული სატვირთო და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.
1.3 ზოგადი ინფორმაცია
- დასაზღვევი ავტოპარკი მიმდინარედ მოიცავს 24 ერთეულ ავტოსატრანპორტო საშუალებას.
- დასაზღვევი ავტოპარკი მოიცავს დანართი 1- ში მოცემულ ტექნიკას.
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთეულის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს.
- დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართი 1 სახით, რომელიც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს.
- სატვირთო ავტომობილები გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვებისთვის.
2. დაზღვევის პირობები CASCO დაზღვევა
საჭიროა სრული CASCO დაზღვევა შემდეგი პირობებით:
- ფრანშიზა: 0 (უფრანშიზო)
- ავტოსატრანსპორტო საშალების შეფასება უნდა განხორციელდეს შპს თეგეტა მოტორსში
- დაზიანების შემთხვევაში შეკეთება უნდა განხორციელდეს შპს თეგეტა მოტორსში.
2.1 დაზღვევა უნდა ფარავდეს:
- ავტოსაგზაო შემთხვევებს
- ქურდობას
- ვანდალიზმს
- ხანძარს
- სტიქიურ მოვლენებს
- მესამე პირის მიერ მიყენებულ ზიანს
- სრული განადგურების შემთხვევას (Total Loss)
1. CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა (Carrier Liability / FFL)
- საერთაშორისო გადაზიდვებისთვის საჭიროა CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა შემდეგი პირობებით:
- აგრეგირებული ლიმიტი: 2,500,000 EUR
- ლიმიტი თითო შემთხვევაზე: 100,000 EUR
3.1 კონტეინერების დაზღვევა
- საჭიროა კონტეინერების დაზღვევის პოლისი, რომელიც ფარავს:
- კონტეინერის დაზიანებას
- დაკარგვას
- ქურდობას
- ტრანსპორტირების დროს მიყენებულ ზიანს
3.2 გეოგრაფიული დაფარვა
დაზღვევა უნდა მოქმედებდეს შემდეგ ტერიტორიებზე:
- საქართველო
- თურქეთი
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები
4. MTPL (Motor Third Party Liability)
- ლიმიტი: 50,000 EUR
- საერთაშორისო დაფარვით
შენიშვნა:
შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებაც ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- დეტალური სადაზღვევო პირობები მათ შორის ხელშეკრულების პროექტი
- პრემიის ღირებულება თითო დაზღვევის ტიპზე
- გადახდის პირობები
- ზარალის რეგულირების პროცედურა
- ზარალის ანაზღაურების საორიენტაციო ვადები
6. მომსახურების გაწევის ადგილი
მომსახურება უნდა გავრცელდეს შემდეგ ტერიტორიებზე:
- საქართველო
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- თურქეთი
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები
7. ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პოლისით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
8. გამარჯვებულის გამოვლენა
- ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge-ის საშუალებით.
- შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითი ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე
9. tenders.ge-ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- კომერციული შეთავაზება (ხელმოწერილი და სკანირებული ვერსია)
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- კომპანიის გამოცდილება / პროფაილი
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (სასურველია)
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია)
- ხელშეკრულების დრაფტი
10. დამატებითი ინფორმაცია
- პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს გადაამოწმოს პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია.
- თუ დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს ზეპირ შეკითხვებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით შესაძლებელია შეკითხვების მიღება ტელეფონით.
- ტენდერის მსვლელობის პერიოდში შესაძლებელია პრეტენდენტებისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge-ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები