13 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30051 - ტენდერი ქ. ქუთაისში, ა.წერეთლის ქ. N 3ბ-ში მდებარე შენობის სრული დემონტაჟის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: შპს "ჰოლდინგი 1"
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ჰოლდნგი 1" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეხება ჩვენი ერთ-ერთიობიექტის/შენობის სადემონტაჟო სამუშაოებს. შენობა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისში, ა. წერეთლის ქ. N 3ბ ს/კ:03.03.21.297.
შენობის დემონტაჟის პროექტი შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტაციაში.
აუცილებელი პირობებია,
- ტენდერის მონაწილემ თავდაპირველად ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი და შემდეგ წარმოადგინოთ წინადადება.
- დემონტაჟის მაქსიმალური ვადა - 2 თვე;
- სადემონტაჟო სამუშაოები შესრულებისას, ყველანაირი უსაფრთხოების ღონისძიებებების გატარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება სამუშაოთა შემსრულებელს;
- სადემონტაჟო სამუშაოები სამუშაოთა შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს საკუთარი ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინვენტარის და ტექნიკის მეშვეობით, ასევე მასთან შრომითი ურთიერთობაში მყოფი ან სხვა დაკავშირებული სამართლებრივ კავშირში მყოფი პირების მეშვეობით.
- სამუშაოთა შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების გატანა და დემონტაჟითა და ნარჩენებით დამტვერილი/დანაგვიანებული ტერიტორიის გენერალური დასუფთავება;
- სატენდერო წინადადების ღირებულებასთან ერთად უნდა მიუთითოთ სამუშაოს შესრულების ვადა.
- სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში.
- სატენდერო წინადადებასთან ერთან გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
- სადემონტაჟო სამუშაოების ანაზღაურდება მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ 5 დღის ვადაში.
ამავე მისამართზე იგეგმება უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის "Marriot"-ის მშენებლობა. ტენდერის მონაწილის მიერ დემონტაჟის პროექტის წარმატებით და უნაკლოდ განხორციელების შემთხვევაში, მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დაკვეთა გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე
გთხოვთ თქვენი შეთავაზება გამოაგზავნოთ მეილზე: Legal@rico.ge
წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 13 მარტი, 18:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 599 19 15 88
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები