22 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30092 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სათემო კავშირი სავანეთი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სათემო კავშირი „სავანეთი“ (ს/ნ 448062122) აცხადებს ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვასთან დაკავშირებით. დაინტერესებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლები და მოწოდების პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში (მოთხოვნა წინადადებების მიღებაზე).
ტენდერში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ როგორც ტექნიკურ, ისე კომერციულ ინფორმაციას.
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა დაშემსყიდველის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 22 მარტი, 2026წ. (18:00 სთ)
წინადადება (შეთავაზება) თანდართული დოკუმენტაციით წარმოდგენილი უნდა იქნას ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: savaneticbo@gmail.com
შემსყიდველი დაუკავშირდება მხოლოდ სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ მომწოდებელს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემსყიდველის წარმომადგენელს შემდეგ ელ. ფოსტაზე: savaneticbo@gmail.com
შემსყიდველის საკონტაქტო პირი: ვაჟა ვანაძე, ტელ: 599 354878
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები